სიახლეები
სიახლეები

ამაღლებული სტატუსები ბაზაში ასახულია - როდის მიიღებენ პედაგოგები შესაბამის დანამატს
30-06-2023
-
+


მასწავლებლების ნაწილს სტატუსი აუმაღლდა და ეს ცვლილება „ესქულის“ ბაზაში უკვე აესახათ; თუმცა, ამ ინფორმაციის სოციალურ ქსელში გავრცელებამ, პედაგოგებს შორის გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან წამყვან-მენტორობის მსურველები, პროფესიული საქაღალდეების წარდგენის შემდეგ, ჯერ კიდევ ელიან  სტატუსის ცვლილებისთვის მომდევნო საჭირო აქტივობებს - მით უმეტეს, მოსწავლეებისა და მშობლების ინტერვიურებას მხოლოდ ახლა იწყებს მასწავლებლის სახლი.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ დეტალები სამინისტროსთან გაარკვია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, რომ „ესქულის“ ბაზაში ამაღლებული სტატუსები იმ პედაგოგებს აესახათ, ვინც სტატუსზე წარდგენილი იყო და კომპეტენცია განსაკუთრებული ღვაწლისთვის აუმაღლდა.

შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული წესით პედაგოგებს სტატუსი აქამდე განათლების მინისტრის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე ენიჭებოდათ, ამ ეტაპზე კი, ეს პროცესი, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია იმ მოტივით, რომ სათანადო დასკვნების გამოსატანად და გადაწყვეტილებების მისაღებად, ჯერ სიტუაციას უნდა დააკვირდნენ.

ინფორმაციისთვის: მინისტრმა განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტატუსი 600-მდე პედაგოგს მიანიჭა - გადაწყვეტილებას 1300-მდე მასწავლებელი ელოდა

როდიდან მიიღებენ მასწავლებლები მინიჭებული სტატუსის შესაბამის დანამატს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ წესით დანამატი ივლისიდან უნდა გაიცეს, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და შესაძლოა სექტემბრამდეც გადავადდეს:

„სტატუსი თუ ესქულის ბაზაში აისახა, წესით დანამატი ივლისში უნდა მიიღონ პედაგოგებმა, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. გასარკვევია - ივლისიდან მიიღებენ მასწავლებლები დანამატებს თუ სექტემბრიდან. სავარაუდოდ, 10 ივლისისთვის საბოლოო პასუხი გვეცოდინება“.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება