სიახლეები
სკოლები

წალკის N1 სკოლის დებატების კლუბის წევრები ეროვნულ ტურნირში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
30-06-2023
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

27 და 28 ივნისს გაიმართა დებატების ეროვნული ტურნირის შესარჩევი რაუნდები, რომლებშიც მონაწილეობდა წალკის N1 საჯარო სკოლის დებატების კლუბის გუნდი.

კლუბის ხელმძღვანელი ხათუნა გვიჩიანი გახლავთ, გუნდის წევრები კი - ნინი გურგულიანი, მარიამ ვიბლიანი და ელენე ხერგიანი არიან. ტურნირი ჩატარდა „მწვანე სკოლაში“. 

ტურნირის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

ეროვნულ ტურნირში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. 

შესარჩევი რაუნდების შემდეგ გამოვლინდნენ შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდები, რომელთაც ტურნირის ფინალში იასპარეზეს.

ტურნირი ჩატარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიას მხადაჭერით, პროექტის - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში.

ეროვნული ტურნირის ფინალური ეტაპი და პროექტის - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

ღონისძიებაზე ეროვნული ტურნირის მონაწილეები დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება