სიახლეები
სკოლები

„კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ქვეყნის მომავალი ჩვენს მუხლჩაუხრელ შრომაზეა დამოკიდებული“- ნინო გარსევანიშვილი, შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი
30-06-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო გარსევანიშვილი მიზანდასახული და შორმისმოყვარე პიროვნებაა. ის ბავშვებს ყოველთვის ეუბნება, რომ არასდროს დანებდნენ და იბრძოლონ. დირექტორისთვის ასევე მნიშვნელოვანია უშუალო და მეგობრული ურთიერთობა როგორც მოსწავლებთან, ასევე პედაგოგებთან, რაც, მას, როგორც თავად აღნიშნავს, მოტივაციას აძლევს. 

etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნინო გარსევანიშვილთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...


- ეს სასწავლო წელი მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო იმ თვლასაზრისით, რომ ჩვენმა სკოლამ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში შეიტანა საავტორიზაციო განაცხადი და ამ ეტაპზე გვაქვს ავტორიზაციის მაძიებლის სტატუსი. მოგეხსენებათ ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი. ეს ეროვნული სტანდარტების საფუძველზე ხდება და ადგენს დოკუმენტებისა და პროცესების შესაბამისობას ამ სტანდარტებთან. დოკუმენტების სამართლებრივი და პროფესიული თვალსაზრისით სწორად წარმოება მნიშვნელოვანია, ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აპირებს დაწესებულება საქმიანობას, რა იქნება მისი ხედვა და მისია, მისი პოლიტიკა, ანუ ავტორიზაციის სტანდარტები სხვადასხვა ჭრილში, ეს სტანდარტები დაწესებულების საქმიანობის სრულ სპექტრს მოიცავს, დაწყებული დაგეგმვით და დასრულებული მოსწავლეებისთვის მიწოდებული სერვისებით, კარიერული და პროფესიული განვითარებით
და ა.შ.  მოკლედ ძლიან საპასუხისმგებლო და მოცულობითი სამუშაო გვქონდა შესასრულებელი და ვფიქრობთ წარმატებით გავართვით თავი, რისთვისაც სკოლის ყველა თანამშრომელს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია და სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობაა. მე, როგორც სკოლის დირექტორი მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი. ეს მიზანი მათი შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაა და ჩვენ ერთად, ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის
მიღწევა.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- დახატვით ალბათ დედამიწას ცისფერ და მწვანე ფერებში და წითელ გულებს. რადგან ვფიქრობ, რომ დედამიწას სისუფთავე და სიყვარული აკლია. დავიწერდი სასურველ პროფესიას და აუცილებლად მშვიდობას!

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- სკოლის შემდეგ ვმეცადინეობდი, ანუ ვემზადებოდი ოთხ საგანში, მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები და მქონდა ამბიცია, რომ აუცილებლად უნდა მესწავლა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ საკუთარი შრომის ხარჯზე მივაღწევდი და ასეც მოხდა. შრომა ყოველთვის გვაძლევს სასურველ შედეგს. P.S. მე რომ აბიტურიენტი ვიყავი ჩვენი დედაქალაქი ცოტა სხვანაირი იყო, უფრო თბილისური.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- ვეტყოდი, რომ ჩვენ ყველა, მთელი სკოლა მოუთმენლად ველოდებით მათ მოსვლას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სკოლა მათი საყვარელი ადგილი გახდეს. ადგილი, სადაც ისინი თავს მხიარულად და ბედნიერად იგრძნობენ, სადაც ბევრ საინტერესო რამეს ნახავენ და გაიგებენ.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის მხრიდან გამოხატული მცირე ემოციაც კი, რომლითაც ის საკუთარ კეთილგანწყობას გვაგრძნობინებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის მხრიდანაც იყოს უკუკავშირი და დადებითი ემოცია, ყურადღება, აღიარება, სითბო. ეს არის ადამიანური ურთიერთობის ყველაზე დიდი ხიბლი. ასეთი ემოციების გარეშე ურთიერთობა ცივი და დაცარიელებულია. ჩვენ პედაგოგებს სწორედ ასეთი ემოციები გვაძლევს ძალას ჩვენი საქმიანობისთვის და რა თქმა უნდა, ყველა მახსოვს. უბრალოდ შეუძლებელია რომელიმე დაგავიწყდეს,

- მოტივაციას მაძლევს...

- მე, ისევე როგორც ბევრ სხვა პედაგოგს მოტივაციას მაძლევს ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის საქმის კეთების სურვილი. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს მუხლჩაუხრელ შრომაზეა დამოკიდებული და სულსა და გულს ვდებთ ჩვენს საქმეში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება