| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, 2023 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო; უკვე ცნობილია რომ ტესტირებაზე აპლიკანტების 95 პროცენტი გამოცხადდა, ხოლო 5-მა დაიგვიანა.
ცნობილია ისიც, რომ აბიტურიენტებს პროგრამულიდან „ვეფხისტყაოსანი“ შეხვდათ და ისინი გამოცდის სირთულეს აფასებენ:
„არც ძალიან რთული იყო, წინა წლებთან შედარებით, მარტივია, რა ტესტებიც მინახვს. „ვეფხისტყაოსანი“ შემხვდა. კმაყოფილი ვარ“, - გვითხრა ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
სხვათა შორის, ტესტის სიმარტივეზე გაამახვილა ყურადღება კიდევ ერთმა აპლიკანტმა, რომელმაც გვითხრა, რომ ესე წერა თანადგომაზე - რამდენად მნიშვნელოვანია ის ურთიერთობებში;
„ძალიან მარტივი იყო დასაწერად, პროგრამულიდან „ვეფხისტყაოსანი“ მოვიდა. კარგად დავწერე, ტარიელმა ავთანდილს რომ მისცა ფიცი გამოქვაბულში“ - ასე აღწერა საკუთარი „შემოქმედება“ კიდევ ერთმა გამოსაცდელმა;
„ვეფხისტყაოსანი იყო და როსტომ რაჭის ერისთავი… მე ავირაციე რაჭის ერისთავი როსტომი, რთული ნამდვილად არაფერი იყო. ვინც მოემზადა არავის გაუჭირდება დაწერა… მე კმაყოფილი ვარ. ყველას წარმატებას ვუუსირვებ“, - გვითხრა აბიტურიენტმა.
აპლიკანტებს ასევე შეხვდათ „როსტომ ერისთავი“, რედაქტირებაში კი, როგორც გვითხრეს, მძიმეები ჩაამატეს.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს