სიახლეები
სიახლეები

3000-მდე აღსაზრდელს „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადაეცა - ბათუმში გრანდიოზული ღონსიძიება ჩატარდა
03-07-2023
-
+


„პირველკლასელთა აკადემია“ ორიოდე წლის წინ, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და მაშინვე ათასობით ერთგული მკითხველი შეიძინა; ორმაგად სასიხარულო კი ისაა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა მაშინვე აღიარეს ამ უნიკალური წიგნი-რვეულის მნიშვნელობა და სხვათა შორის, მთავრობის წარმომადგენლებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ - ეს სახელმძღვანელო ყველა მომავალი პირველკლასელის ოჯახში უნდა იყოსო.

ახლახან, „პირველკლასელთა აკადემია“ ბათუმის მკვიდრ მომავალ პირველკლასელებს დაუმეგობრდა და მომავალი მოსწავლეებისთვის ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, ანბანის კოშკის მიმდებარედ, 1-ელ ივლისს გრანდიოზული ღონისძიებაც გაიმართა და მასში მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის გამოსაშვები ჯგუფების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

„საღამო იყო შთამბეჭდავი, სახალისო თეატრალიზებული სანახაობებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით... ასევე გაიმართა წიგნი-რვეულის - „პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაცია. წიგნი-რვეული გათვალისწინებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის 2915 აღსაზრდელზე. დასასრულს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, დავით დიასამიძემ სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა“, - გვამცნობს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.

„პირველკლასელთა აკადემია“, მომავალ პირველკლასელებს, ბათუმის მერიამ საჩუქრად გადასცა.  მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, „პირველკლასელთა აკადემია“ ამ ასაკის ბავშვებისთვის საჭირო, საშინაო მეცადინეობებისთვის შექმნილი წიგნი-რვეულია, რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანი, საინტერესოა და მისი დახმარებით, პატარები სასწავლო წლის დაწყებამდე, შემეცნებით-გასართობი სავარჯიშოებით გაიმდიდრებენ ცოდნის არეალს.

„ცხოვრების ახალ ეტაპზე გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას! მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები აუცილებლად დაგეხმარებათ დაწყებითი საფეხურის განათლების მიღების პროცესში. მინდა გისურვოთ ნათელი მომავალი და ჯანსაღი გარემო“, - ასე მიმართა ბათუმის მერმა მომავალ პირველკლასელებს.

სახელმძღვანელოს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა კი კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია განათლება თითოეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის, რადგან წარმატებული სახელმწიფოს მომავალი თაობებშია.

საზღვარი არ ჰქონდა პატარების სიხარულს, როდესაც „პირველკლასელთა აკადემია“ გადაშალეს და იქ უამრავი, მათთვის საინტერესო თავსატეხი აღმოაჩინეს... კმაყოფილები იყვნენ მშობლებიც, რომლებმაც ზუსტად იციან - მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე მდგომი პროექტები: ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ და izrune.ge, ავტორსა და მთელ შემოქმედებით გუნდთან ერთად, თავს არ დაზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; „პირველკლასელთა აკადემია“ კი თითოეულ პირველკლასელს, ყოველთვის ამაყად შეუძღვება ცოდნის ტაძარში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

ბაღებში ყველა ბავშვის პორტფოლიო უნდა შეიქმნას - დოკუმენტი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება