სიახლეები
სკოლები

დაბა ხარაგაულის N3 სკოლაში ნიკო გომელაურის ცხოვრებასა და შემოქმედებას პოეზიის საღამო მიეძღვნა 
03-07-2023
-
+


დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში აკადემიური წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და მიღწევებზე დადებითად აისახა. 

მათ შორის აღსანიშნავია, ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარინე ხვედელიძის ორგანიზებითა და მე-11 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.

„სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!

- ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!“ - პოეტის ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას. 

ახალგაზრდებმა, პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები,  ისაუბრეს გომელაურის  ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამო გაალამაზა შესაბამისმა მუსიკამ და სლაიდებმა.

სკოლის წარმომადგენელი ნათია ბაბლიძე ღონისძიებით მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს „პოეზიით გამთბარი საღამოსათვის“ მადლობას უხდის. 

„მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას,

ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას...

მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას...

არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას...“

ჩემო ძვირფასო მეთერთმეტეკლასელებო, მინდა გითხრათ, რომ, არცერთი პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ა.შ. ამ ქვეყნიდან არ წავა, სანამ თქვენისთანა ნიჭიერი, გულისხმიერი და პასუხიმგებლობის გრძნობით გამსჭვალული ახალგაზრდები გვეყოლება.

მადლობა თქვენ ამისათვის! მადლობა მარინა მასწავლებელს  დღევანდელი ემოციური, ულამაზესი, პოეზიით გამთბარი საღამოსათვის!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი ნათია ბაბლიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება