სიახლეები
სიახლეები

პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ გამარჯვებული მოსწავლეები, დებატების კლუბების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ 
03-07-2023
-
+


სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართა.

ფინალური შეხვედრა სემეკის ოფისში გაიმართა, სადაც დებატებში გამარჯვებული მოსწავლეები, დებატების კლუბების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულებს თემატური საჩუქრები გადასცეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარემ თინათინ ცერცვაძემ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

დებატების ეროვნულ ტურნირში, რომლის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბების წარმომადგენლებმა. ტურნირის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში სასმელი წყლის ტარიფების საკითხებზე.

სემეკის თავმჯდომარემ დადებითად შეფასა დებატების ეროვნული ტურნირი და აღნიშნა, რომ ასეთ ტიპის ღონისძიებებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობა ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას აქტუალურ საკითხებზე:

„სემეკი და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. როგორც ცენტრის, ასევე სემეკის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების, სტუდენტების მუდმივ ინფორმირებულობას სემეკის რეგულირების ფარგლებში არსებულ საკითხებზე. მოხარული ვარ, რომ დღეს, სემეკში ვუმასპინძლეთ დებატების ეროვნული ტურნირის ფინალს. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი სადებატო თემას, რომელიც შეეხებოდა სემეკის რეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, წყალმომარაგების ტარიფებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას. დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტისა და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენელებმა ტურნირის 700-მდე მონაწილეს გააცნეს წყალმომარაგების რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა.

დებატების ეროვნული ტურნირი ჩატარდა სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტ - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება