სიახლეები
სიახლეები

„დიდოსტატის მარჯვენა“ და ანა კალანდაძის ლექსი - „შუშანიკი“ და ხარანაულის ლექსი - დიდი დაბნეულობა ქართულის მეორე სესიაზე
03-07-2023
-
+


2023 წლის ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე აბიტურიენტები 14:00 საათზე გამოცხადდნენ და პირველმა აპლიკანტებმა უკვე დატოვეს საგამოცდო სივრცე.

„ავთანდილი-ტარიელი“, „როსტომ ერისთავი“... „რედაქტირებაში მძიმეები ჩავამატე“ - რა წერეს აპლიკანტებმა ქართულის გამოცდაზე

რა საკითხები შეხვდათ გამოცდაზე? - etaloni.ge-ს კითხვაზე განმარტეს, რომ თემა „დიდოსტატის მარჯვენადან“ შეხვდათ,  არაპროგრამულიდან კი - ანა კლანდაძის ლექსი; რაც შეეხება რედაქტირებას, დეტალები არ ახსოვთ, თუმცა ზოგ სიტყვას ასო აკლდა და ზოგან სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი. ტესტის სირთულეს რაც შეეხება, აპლიკანტების თქმით, მაინცდამაინც რთული არ ყოფილა, თუმცა მარტივსაც ვერ უწოდებენ;

რადიკალურად განსხვავებული პასუხი ჰქონდა აპლიკანტების მეორე ნაწილს - გვითხრეს, რომ წერეს „შუშანიკის წამება“ - ადამიანები განსაცდელში მარტო რომ რჩებიან და არაპროგრამულიდან იყო ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“...

ასე გაგრძელდა ქართული ენის გამოცდის მეორე სესია - ზოგი შუშანიკს წერდა და ზოგი დიდოსტატს... საბოლოოდ, ვინ რა და როგორ დაწერა, უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი აპლიკანტების კომენტარებს უცვლელად გთვაზობთ:

„შუშანიკი შემხვდა, რედაქტირება კი ხიდების მშენელობაზე იყო… მარტივი იყო , კარგად დავწერე… კარგი მოლოდინები მაქვს“;

„თემა იყო, ღირსეული ადამიანები განსაცდელში მარტო რომ რჩებიან. ტექსტი შუშანიკზე იყო. ტექსტის რედაქტირებაში პუნქტუაციური შეცდომები იყო, სტილისტური ხარვეზი არ შემხვედრია. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი“.





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება