TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

რას ეკითხებიან ექსპერტები პორტფოლიოს დაცვისას პედაგოგებს და რა დავალებები მიიღეს სამინისტროდან - დეტალები
05-07-2023
-
+


წამყვან-მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის სტატუსის მისაღებად პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის დაცვა უკვე დაიწყო და პედაგოგების ნაწილმა პორტფოლიო ექსპერტებს გააცნო; პარალელურად, გავრცელდა სამინისტროს წერილი, სადაც დეტალურადაა გაწერილი, რომ გასაუბრებაზე მასწავლებლებს 30 წუთი ექნებათ, ხოლო ექსპერტთა ჯგუფს ასევე ნახევარი საათი ექნება დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად. რაც მთავარია, აღნიშნული ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდოს რესურსცენტრებს, რათა მათ აპლიკანტები სასწრაფოდ გააფრთხილონ. წერილს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ფუნქციების დროებით შემსრულებელს ქალბატონ ნატო ჟიჟიაშვილს

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N 241 დადგენილების და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 16 მარტის N303359 ბრძანების - „მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ" შესაბამისად.

წამყვანი/მენტორი მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას აკეთებს ექსპერტთა ჯგუფის წინაშე. მასწავლებელს საკუთარი საქმიანობის წარდგენისთვის განესაზღვრება დრო მაქ. 30 წუთი, ხოლო ექსპერტთა ჯგუფებს წევრებს აპლიკანტთან გასაუბრების დროს დამაზუტებელი კითხვების მეშვეობით დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად განესაზღვრებათ დრო მაქსიმუმ 30 წუთი.

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია, უმოკლეს ვადაში მიაწოდოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რათა დროულად მოხდეს ინფორმაციის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გადაგზავნა და რათა სკოლის დირექტორებმა დროულად უზრუნველყონ წარდგენილი მასწავლებლების ინფორმირება.

რაც შეეხება გასაუბრებაზე ექსპერტების მიერ დასმულ კითხვებს გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, თუ რაზე უწევთ პასუხის გაცემა მასწავლებლებს (ამის შესახებ თავად პედაგოგები საუბრობენ):

რა ფორმით თანამშრომლობთ კოლეგებთან?
რა ინსტრუმენტებით ზომავთ ან აკვირდებით მოსწავლეებს?
როგორ ახდენთ მოსწავლეთა შეფასებას?
რას ითვალისწინებთ კურუკულუმის დაგეგმვისას?
როგორ ახდენთ ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას სასწავლო პროცესში?
როგორ ახორციელებთ დიფერენცირებული და ინკლუზიური სწავლების პრინციპებს გაკვეთილზე?
რა პრობლემებს აწყდებით საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას და როგორ მოგიგვარებიათ?
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება