სიახლეები
სკოლები

„ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ - ფარის საჯარო სკოლამ მასშტაბური კონკურსი ჩაატარა
04-07-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, კონკურსისთვის - „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ სასკოლო საზოგადოებამ საინტერესო, ხანგრძლივი და შრომატევადი გზა გაიარა. მათმა მონდომებამ კი შედეგი გამოიღო და წარმატებას მიაღწიეს. აღნიშნული კონკურსი სწორედ ფარის საჯარო სკოლამ გამოაცხადა. 

მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ 2 თვე ბევრი იშრომეს და შედეგიც სახეზეა.

„პატარა თბილი პოსტი ჩემს მოსწავლეებს, მშობლებს, კოლეგებს და სკოლას. განსაკუთრებით ჩემს ფუსფუსა და შრომისმოყვარე მოსწავლეებს. არასდროს არის მარტივი კონკურსებსა თუ პროექტებში მონაწილეობა, ყოველთვის ურთულეს გზას გავდივართ შედეგამდე, სწავლა, შექმნა, ათასი წვრილმანის გათვალისწინება და პასუხიმგებლობა, რთულია 12 მოსწავლით აკეთო მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ სწორედ მათი მონდომებით და თავდაუზოგავი შრომით ვაღწევთ წარმატებებს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.

კონკურსისთვის - „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ ხანგრძლივი და შრომატევადი გზა გავიარეთ. ჯერ იყო ალტე უნივერსიტეტისა და ქალბატონ ნანა დიხამინჯიას პროექტი - „ციფრული მოქალაქეობა სკოლაში“, რომელშიც საქართველოს საუკეთესო გუნდებს შორის გავიმარჯვეთ. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ მიმარათულებით ახალგაზრდებთან მუშაობა, ავიყოლიე ჩემი მოსწავლეები და გამოვაცხადეთ კონკურსი - „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“.

ორი თვე დაუღალავად ვიშრომეთ, არ იყო ადვილი ყოველკვირეული შეხვედრებისთვის მზადება, ვარჩევდევდი თემებს, საკუთარ თავზე ვმუშაობდი, ვასწავლიდით, ვაძლევდით რჩევებს, ვქმნიდით რესურსებს და აქტიური რეჟიმში ვმუშაობდით თითოეულ სკოლასთან.

8 ივნისის, შემაჯამებელი ღონისძიებისთვის გვინდოდა რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული ფორმატი შეგვეთავაზებინა, გამოგვეყენებინა მხოლოდ ელექტრონული რესურსები, ელექტრონული ტესტები, სიტუაციური ამოცანები, რათა მონაწილეებს დაედგინათ ინფორმაციის სანდოობა და შესწავლილი მასალა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

არ იყო ამ ფორმატის შემუშავება ადვილი, მით უფრო განხორციელება სუსტი ინტერნეტის პირობებში, მაგრამ მიუხედავად მცირე ხარვეზებისა ეს გამოვიდა, საინტერესო იყო ძალიან ეს ფორმატი, ამითი ხელი შევუწყვეთ რესურსების დაზოგვას და უამრავი ქაღალდის ფურცლის გამოყენება შევამცირეთ. მიუხედავად იმისა, რომ არ გაგვიმარჯვია (სირცხვილიც იქნებოდა საკუთარ კონკურსში გამარჯვება), გვქონდა ჩვენი დიდი წარმატება, უპირველესად ამდენი სკოლის უყოჩაღესი ახალგაზრდების გაცნობა, ჩვენ გავხდით მიზეზი გამარჯვებული გუნდებისა და მონაწილეების სიხარულის და კმაყოფილების, ძალიან ღირსეულად წარმოაჩინეთ, თქვენ, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, თქვენი საქმიანობა ამ სკოლაში, თქვენი რობოტიქსის კლუბის შედეგები და წარმატებები.

წვირმის საჯარო სკოლის მიერ, ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებული გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ზურა რეზესიძე და წვირმის საჯარო სკოლის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
მადლობა თიკა დადეშქელიანს, ნანა რეზესიძეს, ნიკა სუბელიანს, სვანი ჩხვიმიანს, პაატა ჩხვიმიან, ზურა რეზესიძეს, ბექა რეზესიძეს, საბა სუბელიანს. სწორედ თქვენი თავდაუზოგავი შრომით, არა მხოლოდ გონებრივი, უზარმაზარი ფიზიკური შრომის რომ გარემო ყოფილიყო ლამაზი და მოწესრიგებული. ოქრო ხალხი ხართ თქვენ.
მადლობა, მშობლებო, რომ არა თქვენ არა მხოლოდ ახლა, ყოველთვის თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ფასდაუდებელია, თქვენგან რომ არ ვგრძნობდე უპირობო მხარდაჭერას ვერაფერსაც ვერ შევძლებდი. მირანდა გადრანი, მარი კვატაიშვილი, ნინო გადრანი, როენა ჩხვიმიანი, ნანუკა ნარსავიძე (და მეც,როგორც მშობელი) მადლობა, ამ დღის უგემრიელესი ფურშეტის მოწყობისთვის.
მადლობა, ლახამულის საჯარო სკოლას ნაზი ჭიღლაძეს, თია ნოზაძეს, უგემრიელესი ტორტისთვის.

მადლობა, კოლეგებო, რომ არა თქვენ, ფარის საჯარო სკოლის ფუსფუსა და მისაყრდნობო ზურგო ადამიანებო - მზია გვარმიანი, ლია გაბულდანი, ნინო გადრანი, გულო ვიბლიანი, ირმა კვიციანი, თაკო შუბითიძე, ნატო ფრუიძე. რამდენი ხართ და როგორ მეამაყება თქვენთან თანამშრომლობა.
 
მადლობა, ფარის ინოვაციურ ცენტრს. რომა არა თქვენი ტექნიკური მხარდაჭერა, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ კონკურსის ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას, მადლობა თქვენი კომპიუტერული რესურსის გაზიარებისთვის.

მადლობა, კეტრინ დივიტს არაჩვეულებრივი და ულამაზესი დიზაინის სერტიფიკატებისა და ჯილდოებისთვის“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება