მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველის“ VIIIა კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელ ირინა მურჯიკნელთან ერთად საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთხელ ეწვივნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ სტუმრობის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება მცენარეების და მათი ეკოლოგიის მიმართ.
მოზარდები ბაღის ისტორიას გაეცნენ, არბორეტუმი დაათვალიერეს და ტერიტორია დასუფთავეს.
„ბავშვები ხალისიანად საქმიანობდნენ და ეცნობოდნენ იქ დარგულ სხვადასხვა მერქნიან, ბალახოვან და ბუჩქოვან მცენარეებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იასამნების ბაღმა, სადაც 70 -მდე სხვადასხვა ჯიშის იასამანია გაშენებული. მოზარდებმა ასევე მოინახულეს იაპონური ბაღი და ბაღის ივენთ სკვერში სხვადასხვა საინტერესო და იშვიათ მცენარეებზე წინასწარ მომზადებული თემები წაიკითხეს.
„მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების, ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებას და პოპულარიზაციას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე