სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგებმა საინტერესო ტრენინგი გაიარეს 
04-07-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და წარმატებით დასრულდა.

აკადემიური წლის ბოლოს, პედაგოგები, საქველმოქმედო ფონდის - „ლაზარე“ ტრენინგში - „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად ბობოყვათში იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტრენინგის მიზანია პედაგოგებს გააცნოს სამშვიდობო განათლება - როგორ უნდა შეუწყონ ხელი მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას და როგორ შეიძლება მშვიდობა და მისი მშენებლობა იყოს გამჭოლი საკითხი და კომპეტენცია სასკოლო სივრცეში.

ბობოყვათში გატარებული დღეები როგორც პედაგოგი სოფი გორგილაძე აღნიშნავს შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო. მასწავლებლებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების საშუალება მიეცათ.

სოფი გორგილაძე საგანმანათლებლო ღონისძიებაზე მიღებულ შთამბეჭდილებებს გვიზიარებს. 

„გზა, რომელიც მშვიდობის მშენებლობის განუწყვეტელ პროცესებში აერთიანებს სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის და ასაკის ადამიანებს სულაც არ იყო დამღლელი. მე, ირინე, ნინო და კლარა-გვანცა კომფორტულად მოვთავსდით სწრაფი მატარებლის სავარძლებზე და ინტერესით ვადევნებდით თვალყურს სხვადასხვა ეთნოსის მოზარდებს, რომელთაც დიდი ხალისით ართობდა მშვენიერი, თანამედროვედ ჩაცმული, არაბი გოგონა. ფულადი პრიზი, ქართველი მოთამაშის დირექტივით, ათ ლარამდე გაიზარდა... ასეთი შეხმატკბილებული და მშვიდობიანი მსოფლიო მანახა-თქო, ვფიქრობდი გულში... პროცესი ტრენინგის - „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“ აშკარად, გზაში, მატარებლის რეკრეაციულ სივრცეში, (საქართველოში) დაიწყო... 

თეთრი მინივენის მძღოლი - გოჩა, ფრიად მოწესრიგებული და თავაზიანი გახლდათ, ვიდრე ქობულეთამდე ჩავიდოდით გზაში დაგვირეკა და ლოკაცია შეგვატყობინა. ადგილზე ზუსტად 9:55 წუთზე ჩავედით. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი საღამო იყო, ცა ლამის ფეხად ჩამოვიდა (გურიაში ასეთ ამინდს ჟღვეფას ეძახიან) შესასვლელში ღიმილით და სასიამოვნო განწყობით შეგვხვდნენ ტრენინგის ორგანიზატორები, საოცრად გულისხმიერი, მზრუნველი - ნინო კობახიძე და რეზო შარაბიძე

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ ტრენინგში -  „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს. ფონდი „ლაზარე“, შვეიცარიული დონორის HEKS-EPER-ის მხარდაჭერით, 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობას ახალგაზრდების ჩართულობითა და მშვიდობის მშენებლობას სამხრეთ კავკასიაში. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მუშაობა განათლების სფეროს სპეციალისტებთან. ტრენინგის მიზანია პედაგოგებს გააცნოს სამშვიდობო განათლება - როგორ შევუწყოთ ხელი მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას, როგორ შეიძლება მშვიდობა და მშვიდობის მშენებლობა იყოს გამჭოლი საკითხი და კომპეტენცია სასკოლო სივრცეში, რატომ გვჭირდება სამშვიდობო განათლება. რაც შეეხება ტრენერს, ნინო კალანდარიშვილსაკადემიურობაში, პროფესიონალიზმში, სისადავეში, გემოვნებაში, ადამიანურ ურთიერთობასა და მოტივაციაში ბადალი არ ჰყავს! მისი მნიშვნელოვანი ფრაზა: „თქვენ, ამ ყველაფრის სპეციალისტები ბრძანდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიაროთ“... ფილმის სიტუაციურ ანალიზზე, დილემის, დროით წრფივზე, კონფლიქტებზე, ომსა და მშვიდობაზე მსჯელობისას ჩვენ, მასწავლებლები, თბილისიდან, სამეგრელოდან და ქვემო ქართლიდან დიდი ინტერესით, პირადი პედაგოგიური გამოცდილების არგუმენტაციით, ზოგჯერ კამათით და შეთანხმებით, ვცდილობდით მშვიდობიანი დიალოგებით, საკუთარი მოსაზრებების მწვანე ფანჩატურის ცენტრალურ წერტილში დადგმულ ფლიპჩარტზე გამოტანას. რასაც მოჰყვებოდა თეთრი სასადილოს ოთახის იდილია, ეგზოტიკური კერძები, ყავის გამაბრუებელი სურნელი და ზღვის ბობოქარი ხმაური, რაღაცნაირად, საზეიმო მარშივით ჩაგვესმოდა, რომელიც ომისა და მშვიდობის გასაყარზე მდგარ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენც, ახალი სამშვიდობო ბრძოლის სულისკვეთებითა და იმედით გვავსებდა, რადგან კოლეგების - ჩემი სკოლის შესანიშნავი სამეულისგან - ირინეს, ნინოსა და კლარასგან ისეთი გუნდური ძალა ვიგრძენი, რომ ირინეს თქმის არ იყოს „ეს ის ხალხია, სამყაროს დასალიერშიც რომ მშვიდად წაჰყვები“ და სასტუმროს ჰოლში გაჟღერებულმა ნინოს მუსიკალურმა ჰანგებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ერთობით, ხმათა შეტკბილებით ყველაფერი გამოვა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის... და ამ ყველაფერს ვერ განვიცდიდით და შევძლებდით, რომ არა სკოლის დირექტორი - ჩვენი ძვირფასი, ლალი მელივას მოცემული კიდევ ერთი შანსი - მონაწილეობა მიგვეღო სამშვიდობო პროექტებში და სამომავლოდ, ამ პრაქტიკით საერთო სამშვიდობო ხედვის მომავლის ცნობიერებაში, მოსწავლეებში - სასკოლო გარემოში გავრცელებას“, - წერს სოციალურს ქსელში პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება