სიახლეები
სკოლები

ძევრის საჯარო სკოლის სათავგადასავალო ბანაკი და მრისხანე ინდიელად, ეგვიპტელ ფარაონად, რომაელ სენატორად, ქართველ გმირად გადასახული მოსწავლეები
05-07-2023
-
+


უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება-სრულყოფას ზაფხულის არდადეგებზეც არ წყვეტს. ამჟამად, სკოლაში საზაფხულო ბანაკი იმართება, მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობაში არიან ჩართულნი და ზაფხულის დღეებს ნაყოფიერად ატარებენ. 

სათავგადასავლო ბანაკი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს, მათ შორის მოსწავლეები აცოცხლებენ ისტორიულ ფაქტებს, დროში მოგზაურობენ, ერთობიან და ნასწავლს იმტკიცებენ და ახალს შეიმეცნებენ. 

„ძევრის სკოლაში წლებია სხვადასხვა ისტორიული ფაქტის მოდელირებას წარმატებით ვაკეთებთ, მსგავსი იმიტირებული წარმოდგენები ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ისტორიულ ბანაკში ეპატიჟებიან - „მოდი ძევრის სკოლის ისტორიულ ბანაკში და გარდაისახე მრისხანე ინდიელად, ეგვიპტელ ფარაონად, რომაელ სენატორად, ბერძენ ფილოსოფოსად ან ქვის ხანის ადამიანად, ქართველ გმირად, ტექსასელ შერიფად ან ინგლისელ შერლოკ ჰოლმსად“. 

ასე რომ ძევრულას ხეობაში დიდი მხიარულებაა. დაუღალავი ბიჭები და გოგოები მართლაც საოცარ გარემოს ქმნიან.

სკოლაში ბანაკის კოორდინატორებს მადლობას უხდიან. 

„მადლობა, ბანაკის კოორდინატორებს - მათეს, გიორგის, თაზოს, ვოვას, ლუკას. ბრავო სტაფს, რომელმაც შეძლო მრავალრიცხოვანი ბანაკის წარმატებულად მართვა. ბრავო თავიქალს - ბარბარეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება