მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველო, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა.
„პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.
კანდიდატები დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შეფასდება და გამარჯვებულები პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოცხადდება, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.
გამარჯვებულები გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლო ტურზე, სადაც მათი მასპინძელი იქნება გერმანული კომპანია PEM Consult.
გერმანიაში გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში. ღონისძიებას, საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და წელს საქართველოში მეორედ ტარდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა