სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის საგნის გამოცდას პირველი აპლიკანტები აფასებენ  - რა სირთულის ტესტები შეხვდათ გამოსაცდელებს
06-07-2023
-
+


მასწავლებელთა საგნის გამოცდიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ და etaloni.ge - სთან ტესტებიც შეაფასეს. 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები აღნიშნავენ, რომ გამოცდები რთული არ იყო.

„ისტორიის გამოცდა ჩავაბარე, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლეობას არ ვაპირებ, მაინტერესებდა ტესტის სირთულე და შემიძლია გითხრათ, რომ მასწავლებლისთვის რთული გამოცდა ნამდვილად არ იყო“, - განაცხადა ირაკლი გურგენიშვილმა.

„ბიოლოგიიის გამოცდაზე ვიყავი გასული, წელს პირველად ვაბარებ საგნის გამოცდას და შემიძლია გითხრათ, რომ რთული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ტესტის დაწერა ნამდვილად არ გამჭირვებია, ამიტომ კარგი მოლოდინი მაქვს. რა თქმა უნდა მუსაობის დაწყება მინდა, თუმცა რომელ სკოლაში ჯერ არ ვიცი“, - აღნიშნა საბა ზურაბაშვილმა.

„ისტორიის გამოცდაზე ვიყავი გასული, საკითხები რთული არ ყოფილა. ასურეთის სამეფოს შესახებ იყო საკითხები, რომლებიც ქრონოლოგიურად უნდა დაგველაგებინა, ასევე დინასტიებზე იყო ქრონოლიგიები.... ილუსტრაციები კეისარზე, რუბიკონის გადალახვაზე იყო, ჯვსროსნულ ლაშქრობაზე იყო ტექსტის შეცდომების გასწორება.

ისტორიაზე ვსწავლობ, მე-4 კურსზე ვარ და მასწავლებლობას ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა.  ისტორიის სწავლება როგორც მიმდინარებს სკოლებში არ მომწონს.. მე როცა დავიწყებ მუშაობს, პირველ რიგში ვიზრუნებ იმაზე, რომ ბავშვებს საგანი შევაყვარო; დავაინტერესებ სიახლეებით, პრეზენტაციებით ისტორიულ ფილმებს ვუყურებთ ერთად და განვიხილავთ. მარტო ფაქტებისა და თარიღების გაზეპირება საკმარის არაა”, - გვეუბნება ვერიკო კეკუტია.

„ბიოლოგია ჩავაბარე, მაგისტრის სტუდენტი ვარ, ჯერ მასწავლებლობას არ ვაპირებ, უბრალოდ მაინტერესებდა და ვცადე… რაც შეეხება ტესტებს, საშუალო სირთულის იყო, არ გამჭირვებია“, - გვითხრა მედეა წიქარიშვილმა.

„ქიმიის გამოცდას ვაბარებდი, კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით. ტესტებს, რაც შეეხება ვფიქრობ, არ იყო რთული და გათვილი იყო იმ ცოდნაზე, რასაც პედაგოგი უნდა ფლობდეს. მასწავლებლობის პროფესიის არჩევა, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა; განსაკუთრებით ორ მიზეზს გამოვყოფ: პირველი - მომწონს სწავლების პროცესი და მეორე - ოჯახური ტრადიცია“, -  გვითხრა დიმიტრი მინდიაშვილმა.

„ისტორიის გამოცდაზე ვიყავი.  წელს მესამედ გავედი გამოცდაზე და მინდა გითხრათ, საკმაოდ რთული ტესტები იყო, განსაკუთრებით კარიკატურები გამოჭირდა“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ სესიაზე გამოცდა მიმდინარეობს შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
ისტორია (VII-XII);
ქიმია (VII-XII);
ბიოლოგია ( VII-XII).

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება