სიახლეები
სიახლეები, სკოლები

დაბა ქედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლაშა შარაძე ჰელსინკის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-ანი დაფინანსებით ჩაირიცხა 
17-07-2023
-
+


ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ლაშა შარაძე უმაღლეს განათლებას ევროპაში მიიღებს. 

მან ლიეტუვაში, ჰელსინკის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფაკულტეტზე - საერთაშორისო ურთიერთობები და განვითარება, 100%-ანი დაფინანსება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის FLEX პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო. შედეგად კი, მე-12 კლასი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

ლაშა შარაძე აგვისტოს ბოლოს ლიეტუვაში გაემგზავრება და ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებს. მანამდე კი etaloni.ge-სთან საუბარში საკუთარ წარმატებაში სკოლის როლსა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, საუნივერსიტეტო განათლების ევროპაში მიღება მტკიცედ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა.

„ბავშვობიდან მინდოდა, რომ ბევრ ქვეყანაში მემოგზაურა და მსგავსი გამოცდილება მიმეღო. როდესაც ამერიკიდან დავბრუნდი, გადავწყვიტე, რომ საუნივერსიტეტო გზა ევროპაში გამეგრძელებინა. მანამდე, როგორც ყველა აბიტურიენტი, მეც დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, რა მესწავლა, თუმცა როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე გავედი და უცხოეთში ვიცხოვრე, გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია ნამდვილად ჩემი საქმე იყო. მაისის ბოლოს გავიგე, რომ 100%-ანი დაფინანსება მოვიპოვე, ივნისში კი უნივერსიტეტს დავთანხმდი. ყველა აბიტურიენტისთვის საოცარი გრძნობაა უნივერსიტეტში ჩაბარება, ჩემთვისაც ასე იყო - ცხოვრების კიდევ ერთი ოცნება ავისრულე და ძალიან გამიხარდა“,- ამბობს კურსდამთავრებული.

ლაშა შარაძე საკუთარ წარმატებაში სკოლის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაბა ქედის საჯარო სკოლაში შექმნილი გარემო მთლიანად მოსწავლეთა განვითარებაზეა ორიენტირებული.

„რა თქმა უნდა, ჩემს წარმატებაში სკოლას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლა ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ახალგაზრდებს განვითარებისთვის ზრუნვა შეუძლიათ. ჩემს შემთხვევაში, კლასგარეშე განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“,- ამბობს ლაშა შარაძე.

წარმატებულ კურსდამთავრებულზე დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ აბულაძე საუბრობს. მისი თქმით, ლაშა შარაძე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, ის მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური წევრი იყო. მისი და კიდევ ორი მოსწავლის ჩართულობით, სკოლამ გრანტი მოიპოვა, რითაც სააქტო დარბაზი მოაწყვეს. გარდა ამისა, დირექტორის თქმით, სასკოლო საზოგადოება მისი არაერთი მიღწევით ამაყობს. მაგალითად, ლაშა შარაძე FLEX პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო და ეროვნულ ოლიმპიადებშიც დიდი წარმატებით ასპარეზობდა.

კურსდამთავრებულის წარმატებაში უდიდესი როლი სწორედ სკოლამ შეასრულა. როგორც თამარ აბულაძისგან გავიგეთ, აკადემიური წლის განმავლობაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სასწავლო ვიზიტით, ევროპაში ერთი პედაგოგი მაინც მიემგზავრება. მოსწავლეები კი მათგან პირდაპირ მაგალითს იღებენ და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისკენ ისწრაფვიან.

„სკოლაში მოსწავლეებს თავისუფლება აქვთ, საკუთარი აზრისა და შეხედულებების გამოთქმა შეუძლიათ. მთავარია, რომ მოსწავლე თავის არჩევანში თავისუფალია. სკოლა ადამიანური რესურსების მხრივაც განებივრებულია, ძალიან კარგი, კვალიფიციური პედაგოგები გვყავს. მოსწავლეები მათგან პირდაპირ მაგალითს იღებენ. მასწავლებელი რომ ბრუნდება, იქ მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებს“,- ამბობს თამარ აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს. როგორ დირექტორმა თქვა, ფიქრობენ, რომ ევროპულ განათლებაზე კიდევ არაერთი მოსწავლე იფიქრებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა

მოსწავლეებმა გამწვანების აქციაც დაგეგმეს და სკოლის ეზოში მარადმწვანე ხის ნერგი დარგეს

მოსწავლეებმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება