მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მათემატიკის გამოცდა მალე დასრულდება - ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები სირთულეს არაერთგვაროვნად აფასებენ: ზოგისთვის მარტივი იყო, ზოგისთვის - რთული, ზოგმა გარტყმით დაწერა, თუმცა არიან ისეთები, ვინც პირველი სესიის დასრულებისთანავე ძალიან კარგ ხასიათზე დადგა და გადაწყვიტა, სახალისო აქტივობით, თანატოლებიც გაემხიარულებინა: აბიტურიენტები „დუელში“ ერთ-ერთმა აპლიკანტმა გამოიწვია და მათ სოციალურ ქსელში მიმართა - „9 ცალი შავი ფურცელი! რეკორდებს ველი“...
„გარტყმით დავწერე...“ „რაც რთული იყო, ვერ დავწერე“... - მათემატიკის გამოცდის აპლიკანტების ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები
ავტორს კი, თავიანთი გამოცდილება სხვებმაც გაუზიარეს:
„თელავში მარაგი ამოვწურე, მეცხრეზე ფურცლის დამატება რომ მოვითხოვე, მითხრეს, მეტი არ გვაქვსო“;
„მე-9 ფურცელზე მადლობის მაგივრად ბოდიში ვუთხარი დამკვირვებელს“;
„ჩემ წინ იჯდა ერთი, რომელმაც მგონი 20 ფურცელი გამოიყენა“;
„14 -15 შავი ფურცელი... მერე ნამუსმა შემაწუხა“;
„მოიცადეთ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ერთ შავ ფურცელზე მეტი გამოიყენეთ?“ - კითხულობს გაურკვევლობაში მყოფი აპლიკანტი;
„მე ერთიც ვერ გავავსე“ - დამწუხრებული იხსენებს ყოფილი აბიტურიენტი;
„მე-4 ფურცელზე ნამუსი მაწუხებდა და ხალხს 19 უთხოვია“ - აღტაცებით აღნიშნავს კიდევ ერთი აბიტურიენტი;
„რეკორდი არა, მაგრამ ბიუჯეტი გაგიკოტრებია“ - ასე უპასუხა ერთ-ერთმა აპლიკანტმა ავტორს.
„ერთი, რომ მქონდა მაგაზეც იმდენი ადგილი იყო სხვასაც გამოადგებოდა, რა 9 ფურცელი?!“
„წინა წლებთან შედარებით, ტესტი გართულებული იყო; გეომეტრიიდან უფრო მეტი საკითხი მოვიდა“ - აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აფასებენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.