სიახლეები
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს, რომ კურსდამთავრებულთა უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელში გრანტით ირიცხება“- ურავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი კერესელიძე
07-07-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი კერესელიძე წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც სასკოლო საზოგადოების წინსვლა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა მთავარი საზრუნავია. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანოს და საკუთარ საქმეს ღირსეულად ემსახურება. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის დირექტორთან. 

- ეს სასწავლო წელი იყო...
- საკმაოდ დატვირთული როგორც საგრანტო პროგრამების განხორციელებით, ასევე სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებით.

-  სკოლის სახელით ვიტყოდი...
- დიდ მადლობას ეტალონის გუნდს მოსწავლეთა შემოქმედების ასეთი აქტიურად გამოქვეყნებისათვის.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- რომ სკოლას ჰყავს უამრავი მოსწავლე.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ჩემი მოსწავლეებივით აქტიურად ვიყავი ჩართული სწავლასა და კლასგარეშე ღონისძიებებში.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- რომ სკოლას აქვს მატერიალური რესურსი და ჰყავს კარგი მასწავლებლები, რომელთაც არასოდეს უჭირთ მოსწავლე შეაგუონ სასწავლო გარემოს.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- კომპლიმენტები მოსწავლეებისაგან არასოდეს მაკლია, იციან რომ ვიცავ მათ უფლებებს და ვახსენებ მოვალეობებსაც, ამიტომ არ იშურებენ კომპლიმენტებს.

- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემს მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება, კურსდამთავრებულთა უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება გრანტით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება