სიახლეები
სკოლები

„მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი - თქვენ უნიკალურები ხართ, გვახარებთ თქვენი არსებობით!“ - თლუღის სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე
07-07-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი მარინა გოცირიძე მოსწავლეებთან მეგობრული და უშუალო ურთიერთობით გამოირჩევა. ის, ბავშვებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულ და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს, ეს კი მოსწავლეებს სწავლის წყურვილს მეტად უღვივებს. „ზოგადად, ბავშვი არაფრით არ უნდა დავაშინოთ, ის ლაღი და ბედნიერი უნდა იყოს და სკოლა, სწავლა, მასწავლებელი მისთვის არ უნდა ასოცირდებოდეს შიშთან“, - ამბობს დირექტორი, მარინა გოცირიძე. დირექტორი ასევე ბავშვებს ყოველთვის საინტერესო და გამოსადეგ რჩევა-დარიგებებს აძლევს და აბედნიერებს, როდესაც ხედავს თუ როგორ იკვლევენ მისი ყოფილი მოსწავლეები მისგან მიღებული რჩევებით ცხოვრების გზას.  etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინა გოცირიძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სიახლეების გაზიარებისა და განხორციელების, სასკოლო საზოგადოების ცხოვრების ყველა მიმართულების ახლებური მიდგომებით გააქტიურების, თანამედროვე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად გაწეული მუშაობის წელი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- შვილები პოზიტიურად განაწყონ სკოლის, სწავლისა და მასწავლებლის მიმართ. შვილებს არასოდეს უთხრან: „სკოლაში რომ შეხვალ მასწავლებელი ამისთვის დაგსჯის (რომელიმე არასასურველი ქმედებისთვის)“ არასოდეს შეაშინონ შვილები სკოლით, მასწავლებლითა და დირექტორით. ზოგადად, ბავშვი არაფრით არ უნდა დავაშინოთ, ის ლაღი და ბედნიერი უნდა იყოს და სკოლა, სწავლა, მასწავლებელი მისთვის არ უნდა ასოცირდებოდეს შიშთან. მისგან სასურველი ქმედებების მისაღებად
უმჯობესია რჩევების მიცემა, აღმზრდელობითი საუბრები მისთვის გასაგებ დონეზე და სხვა. მშობლების ნაწილი სკოლის, მასწავლებლის სახელს იყენებს იმისათვის, რომ მათმა შვილმა აღარ ჩაიდინოს არასასურველი ქმედება. სკოლა ბავშვისთვის არ უნდა წარმოჩნდეს „საფრთხობელად“, რადგან ეს ისეთ დაღს ტოვებს ბავშვზე, რომ მას წლების მანძილზე ვეღარ წაშლი.
მასწავლებლებს ძალიან დიდი ძალისხმევა ესაჭიროებათ ამის წასაშლელად თუ დასათრგუნად, ეს კი დიდ დროს მოითხოვს, რაც ზრდის სასწავლო დანაკარგებს. უმჯობესია შვილების სწორი ქმედებები
მივიღოთ აღმზრდელობითი მეთოდებით.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დიდ, ლამაზ ზარს და წარწერას: „ლამაზ ფერებში ვხედავ მომავალს...“

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- არ დავდიოდი რეპეტიტორებთან. სკოლაში მიღებული ცოდნით უნდა გავსულიყავი მისაღებ გამოცდებზე. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ მაშინ ყველა რეპეტიტორებთან მეცადინეობდა და ჩემი ბავშვური ფიქრებით მეგონა ისინი ჩემზე ძლიერები იქნებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ჩემი სკოლის მასწავლებლების (ქალაქ ტყიბულის N 1 საშუალო სკოლა).

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- თქვენ უნიკალურები ხართ, გვახარებთ თქვენი არსებობით, თქვენ ახლა იწყებთ საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას, რომელიც თქვენ გასწავლით როგორ უნდა იყოთ ძალიან კარგები, როგორ უნდა შეძლოთ ცხოვრების გზაზე სვლა, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება და წარმარტებული მომავალი როგორ უნდა შეიქმნათ.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „რა კარგი იყო ეს გაკვეთილი, მადლობა მასწავლებელო“ ( მე-6 კლასი) და „რა კარგი იყო, კარგად ვიხალისე და გავერთე“ (მე-4 კლასი, ფერადი ქაღალდებით გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობისას)... ეს სიტყვები ბოლო წლებში უფრო ხშირად მესმის გაკვეთილის ბოლოს. ვფიქრობ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბავშვებს ძალიან მოსწონთ საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას სხვადასხვა აქტივობის გამოყენება, ერთფეროვნების ჩანაცვლება საინტერესო აქტივობებით. ადრე, როცა განსხვავებულ გაკვეთილებს ვატარებდით, მაშინდელი მოსწავლეებისგან ახლა მიღებული კომპლიმენტია: რა კარგად გვიხსნიდით, თავში „გვიდებდით“... სოციალურ ქსელში ხშირად მწერენ ჩემი მოსწავლეები: „თქვენ შემაყვარეთ მათემატიკა, მადლობა ამისათვის“.

- მოტივაციას მაძლევს...
- პირველ რიგში, მიღებული ცოდნის გამომჟღავნება მოსწავლეებისგან ყოველდღიურად და როცა ვხედავ, რომ ჩემგან მიღებული ცოდნით როგორ იკვლევს ცხოვრების გზას ჩემი ყოფილი მოსწავლე - ანუ, როცა ვხედავ ჩემი შრომის შედეგს...


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება