სიახლეები
სკოლები

„მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი მეტი ყურადღება დაუთმონ სწავლას, გართობასთან შედარებით“- იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი
07-07-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი წარმატებული ხელმძღვანელია, რომლისთვისაც პრიორიტეტი სასკოლო საზოგადოებაზე ზრუნვაა. ამ კეთილშობილურ საქმეს კი ღირსეულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს წიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

- ეს სასწავლო წელი იყო...
- სასიხარულო, რადგან რესურსცენტრმა გვაცნობა, რომ 2023 -2024 სასწავლო წელს მოხდება იყალთოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეტი ყურადღება დაუთმონ შვილების სწავლა - აღზრდის საქმეს, ყურადღება მიაქციონ ჯანსაღი კვების საკითხებს.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- მზეს და გულს, მშვიდობას და სიყვარულს.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მთელი წელიწადი წიგნებს ჩავკირკიტებდი, რათა გამოცდები კარგად ჩამებარებინა.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- მეტი ყურადღება დაუთმონ სწავლა-აღზრდის საკითხებს, გართობასთან შედარებით.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- რომ კარგად გამოვიყურები.

- მოტივაციას მაძლევს...
- ის ფაქტი, რომ ქვეყანა ვითარდება და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება