მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 10 ივლისს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. NAEC ის ინფორმაციით, პირველ სესიაზე 3-მა აპლიკანტმა დაიგვიანა და 5 პროცენტი არ გამოცხადდა.
სესიიდან პირველი გამოსაცდელი უკვე გამოვიდა, რომელმაც etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ ესე ეხებოდა თემას - შესაძლებელია თუ არა ინტერნეტით ინგლისურის სწავლა. ასევე ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა „ბითლზს“.
კიდევ ერთმა აპლიკანტმა, ელენე სოხაშვილმა გვითხრა, რომ მისი აზრით, ინგლისურის გამოცდა უფრო გაამარტივეს: „ძალიან ადვილი იყო, წელს კიდევ უფრო გაამარტივეს, გამოტოვებული სიტყვებისთვის ვარიანტები გვქონდა მოცემული, ეს უფრო ამარტივებდა“.
რაც შეეხება მოსასმენ დავალებას, როგორც გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, ტექსტი ცენტრალურ პარკებსა და თაიმსქვერზე იყო. დინამიკებში კი ხმა კარგად ისმოდა და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა.
„მოსასმენი დავალებები ნიუ იორკზე იყო ძირითადად, თამსქვერზე და ცენტრალ პარკზე, ასევე ტურისტულ კომპანიებზე… დანარჩენი დავალებები ძირითადად ცნიბილი ადამიანების ისტორიებს შეეხებოდა, ერთი იყო გრეტა ტუნბერგზე და მეორე ბიტლზებზე“, - გვითხრა ანუციმ.
3 დაგვიანებული - ინგლისურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 5 პროცენტი არ მივიდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით