სიახლეები
სკოლები

„133-ე ამაყობს თქვენით!“- თბილისის N133 სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ეროვნული შეფასების ტესტირება წარმატებით გაიარეს
10-07-2023
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წელი ნაყოფიერად დაამთავრა. სკოლამ მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესი შესთავაზა, რაც მოსწავლეთა შედეგებზე დადებითად აისახა. 

მათ შორის, სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ეროვნული შეფასების ტესტირება წარმატებით გაიარეს. ტესტირება ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩატარდა.

სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეთა მიღწევას დიდი სიხარულით უზიარებს. 

„მინდა სიხარული გაგიზიაროთ მთელ სასკოლო საზოგადოებას მე-4-მე-6 კლასების ეროვნული შეფასების შედეგები ქართულსა და მათემატიკაში, კიდევ უფრო დიდი ნახტომი და პროგრესია თითოეული 133 -ელისთვის, რაც უდავოდ, ჩვენი მიზანდასახული და მოტივირებული ბავშვების, მათი ფუტკარივით მშრომელი პედაგოგების და მისაბაძი მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მადლობა, თითოეულ მათგანს გამოჩენილი პასუხისმგებლობის, ზრუნვისა და ერთგულებისთვის. 133-ე ამაყობს თქვენით! მე-4 კლასის შედეგი კი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა და განსაკუთრებული მადლობა პედაგოგ, თამარ ხორბალაძეს მუხლჩაუხრელი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის“,- წერს დირექტორი სოციალურ ქსელში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება