სიახლეები
სკოლები

„თაობელებმა“ იციან, შრომა და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება უმნიშვნელოვანესია“- კერძო სკოლა „თაობის“ მოსწავლეებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ
11-07-2023
-
+


„სკოლა თაობის ერთ-ერთი მთავრი მიზანია, მოსწავლეებს განუვითაროს ისეთი უნარები, რომლებიც აუცილებელია კარიერული დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის და სამომავლოდ საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე პასუხისმგებლობის აღებისთვის“,- აღნიშნავენ ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“, სადაც აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არჩევითი საგანი - „ვირჩევთ პროფესიას“ ისწავლება.

სწორედ საგნის შესწავლის ფარგლებში 14 ივნისს, X და XI კლასის მოსწავლეებს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია Hot Dog Room -ის გენერალურმა დირექტორმა და KFC-ი ბათუმის დირექტორმა ღია გაკვეთილი(ტრეინინგი) ჩაუტარეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა კომპანიებმა მოსწავლეებს შეთავაზეს საზაფხულო სამსახური სრული სახელფასე და საბონუსე ანაზღაურებით და, რა თქმა უნდა, შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით (ლოიალური სამუშაო გრაფიკი).

 სკოლა „თაობა“ მადლობას უხდის Hot Dog Room-ს და KFC-ის თანამშრომლობისთვის.

„უდიდესი მადლობა თაობის საუკეთესო ბავშვებს, მათ იციან, რომ შრომა და საკუთარ ქცევაზე სოციალური პასუხისმგებლობის აღება, უმნიშვნელოვანესია მომავალი, უკეთესი ქვეყნის შექმნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და თაობელებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება