სიახლეები
სკოლები

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლას 2023 წლის კურსდამთავრებულები შთამბეჭდავი ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
11-07-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში 19 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს. მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგთა ამაგი აღნიშნეს, რომლებსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე - გოჩა ვარდიაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი ესწრებოდნენ. 

ზეიმი სოფლის მოსახლეობის ინიციატივითა და ორგანიზებით აშენებული თეატრის საუკუნოვან შენობაში ჩატარდა.

ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაში 10 მეთორმეტეკლასელი წარდგა. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს - სკეტჩები გაითამაშეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას, რომელიც მთელი სოფლის დღესასწაული იყო, უცრემლოდ არ ჩაუვლია.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეების გულმხურვალე გულშემატკივრები არიან და მათ წარმატებას უსურვებენ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება