სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის 2023 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
12-07-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 12 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთნენ. 

„ეტალონის“ 2023 წლის პირველი პერიოდის კონკურსის პირველი სამეული ასეთია:



პირველი ადგილი დაიკავა შუახევის მუნიციპალიტეტის საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის გრიგოლ ხანძთელის
სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე მამუკა ცინცაძემ
. მან 62 ქულა დააგროვა და ამისთვის 4 წუთი და 50 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 60 ქულით ახალციხის მუნიციპალიტეტის მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ზედგინიძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 6 წუთსა და 6 წამში დააგროვა. ასევე 60 ქულა, 6 წუთსა და 32 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა თიანეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლელა ბადურაშვილი.

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. 

ცნობისათვის, მიმდინარე წლის მაისიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 27 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2023 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა. 

გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ  მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.



კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

რუბრიკა „ეტალონი“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება