სიახლეები
სიახლეები

„ისტორიის გამოცდაზე ახალი ტიპის დავალება განსაკუთრებით საყურადღებოა“ - პედაგოგის რჩევები აბიტურიენტებს
13-07-2023
-
+


2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკის მიხედვით, ისტორიის საგანი ჩასაბარებლად ყველაზე მეტმა - 22 200-მდე აბიტურიენტმა აირჩია. აპლიკანტები გამოცდას 17 ივლისს 2 სესიად ჩააბარებენ, მანამდე კი გთავაზობთ, ისტორიის საგნის პედაგოგის, სალომე ჯანგავაძის რჩევებსა და რეკომენდაციებს - როგორ უნდა იმუშაონ ტესტზე ეფექტურად აბიტურიენტებმა, რაზე გაამახვილონ ყურადღება და როგორ მიიღონ მაქსიმალური შედეგი.

ისტორიის ტესტი აბიტურიენტებისგან კომპლექსური ცოდნის გამოვლენას მოითხოვს და დავალებების სპეციფიკურობიდან გამომდინარე მათ ბევრ დეტალზე უწევთ ყურადღების გამახვილება. რჩევის სახით, რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას გამოვყოფ, რომელიც, ვფიქრობ, მათ ტესტზე მუშაობის დროს დაეხმარებათ - გვეუბნება პედაგოგი.

ტესტური დავალების ნაწილის შესრულებისას (დახურული კითხვები) მათი თეორიული ცოდნა გამოვლინდება. ამ ტიპის დავალებაში მათ შეუძლიათ გამორიცხვის მეთოდითაც იხელმძღვანელონ და კითხვა-პასუხი ერთმანეთს თეორიულად დაუკავშირონ. პასუხებში აუცილებლად იქნება ისეთი საკვანძო სიტყვა, რომელიც აბიტურიენს მიანიშნებს, რომ ეს კონკრეტული კითხვის შესაბამისია. ამ დავალების შერულებისას მათ უნდა გაიხსენონ ეპოქა, პიროვნება, შედეგი, რის შედეგადაც ისინი ჭეშმარიტ პასუხამდე მივლენ.

ფაქტების ქორნოლოგიურად დალაგების დროს აბიტურიენტებს ვურჩვევდი, მოცემული ისტორიულ მოვლენებს შავ ფურცელზე მოკლედ მიუწერონ ეპოქა, თარიღი (ზუსტად არცოდნის შემთხვევაში დაახლოებით მაინც), რის შემდეგაც მათი თანმიმდევრობით დალაგება უფრო თვალსაჩინო გახდება. აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ კარგად დაუკვირდნენ, მოვლენები, რომელი წელთაღრიცხვით არის დათარიღებული (ძველი თუ ახალი). ვინაიდან, ძველი წელთაღრიცხვის დროს მათი დალაგების პრინციპი განსხვავებულია (უმაღლესიდან უდაბლესისკენ, მაგალითად, 500 წელი უფრო ადრე იყო ვიდრე 490). ახალი წელთაღრიცხვის დროს ის ჩეული პრინციპის ლაგდება (100,101,102 და ა. შ)

რუკის ანალიზის დროს აუცილებელია, დეტალურად გავეცნოთ რუკის პირობით ნიშნებს. მოცემულ კითხვებზე პასუხს სწორედ ამ პირობითი აღნიშვნების საშუალებით გავცემთ. აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ბრძოლის მიმართულების, ქალაქის, სამხედრო პუნქტის აღმნიშვნელ ფერებს, რომელბიც ზოგჯერ ერთმაენთს ძალიან ჰგავს. ამ მხრივ აპლიკანტებს მეტი დაკვირვება მართებთ. აქვე განვმარტავ, იმ დავალების შინაარსსაც, რომელიც ამ უკანსკნელის მსგავსია. ამ ტიპის დავალებას დამატებით თან ახლავს წყარო, რომელიც რუკაზე დატანილი ინფორმაციის შემავსებელი მასალაა. ამ შემთხვევაში მოცემულ კითხვებზე პასუხს მათი შეჯერების შედეგად მივიღებთ. აქაც, აუცილებელია გავეცნოთ რუკას. წყაროს და მათი ინფორმაციები ერთმანეთს კითხვის მიზნობრიობიდან გამომდინარე დავაკავშიროთ.

ცალკე უნდა ითქვას, კარიკატურების შესახებ, რომლებიც საკმაოდ მარტივი დავალებაა. აპლიკანტები კარგად უნდა დააკვირდნენ კარიკატურაზე მოცემულ თარიღს, პიროვნებას, დროში ფერს და ამის მიხედვით გამოიტანონ დასკვნა. აუცილებელი არ არის, ეს მხოლოდ რომელიმე ისტორიული პერსონაჟის ილუსტრირება იყოს. კარიკატურად შესაძლოა მოვიდეს აფიშა (კულტურული ღონისძიების ანონსი), ფულის ერთეული (ძირითადად მე 20 საუკუნე), პლაკატი (კონკრეტული მოვლენის ან აზრის პროპაგანდა) , სამივე მათგანს ექნება შესაბამისი ფორმა და მინიშნება, რომელიც მის შინაარსთან იქნება დაკავშირებული.

ახალი ტიპის დავალება განსაკუთრებით საყურადღებოა, თუმცა, ვფიქრობ, ეს წინა წლებში მოცემული დავალებების შინაარსობრივ გაერთიანებას წარმოადგენს. ამ მხრივ, აპლიკანტმა საჭიროა გაიხსენოს კონკრეტული მოვლენის დროს არსებული ზოგადი პოლიტიკური ფონი და ანალიტიკურად გადმოსცენ მისი შინაარსი. პარალელური მოვლენები ისტორიის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, მოვლენას აუცილებლად მოეძებნება მსგავსი ანალოგი ისტორიაში. ეპოქის გააზრება ამ დავალების წარმატებად შესასრულებად საკმარის პირობად მიგვაჩნია.

ბოლოს, უნდა ვახსენოთ, წყაროს ანალიზი, რომელიც აბიტურიენტისგან ანალიტიკური აზროვნების უნარს მოითხოვს. მასზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ, რომ კითხვის პასუხი შეიძლება პირდაპირ არ ეწეროს წყაროში თუმცა, მათ უნდა შეძლონ მოვლენები ერთმანეთს დაუკავშირონ. წაკითხვის დროს, სასურველია, აბიტურიენტმა ფურცელზე მოინიშნონ საკვანძო საკითხები და ის ადგილები, რომლებიც ტექსტის შინაარს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ვურჩევდი, ყოველი პასუხი ტექსტთან მიმართებაში გადაამოწმონ და შემდგომ გადაიტანონ საგამოცდო ფურცელზე (ზოგჯერ დარწმუნებულნი არიან პასუხებში, მაგრამ ერთი სიტყვის არასწორად გადატანაც კი შესაძლოა, შეცდომად ჩაითვალოს); არ უნდა დაივიწყონ ისიც, რომ თუ ტექსტიდან ზუსტად გადმოაქვთ კონკრეტული ციტატა, პასუხში პრჭყალებით უნდა იყოს წარმოდგენილი.

ორ ქულიანი კითხვების ორივე ნაწილი ერთნაირად ზუსტად უნდა შეასრულონ და ამ ტიპის კითხვებზე საპასუხოდ მათ მოვლენები ანალიტიკურად უნდა გაიაზრონ. თუ რაიმე ფაქტის სიზუსტეში ეჭვი ეპარებათ, ჯობს ეს ფაქტი ტექსტშივე გადაამოწმონ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება