სიახლეები
სიახლეები

ინგლისურის გამოცდის ბოლო ვარიანტის თემები ცნობილია - მოსამენი მოჩვენებებსა და მონადირეებზე, თემა ახალგაზრდებმა უნდა უზრუნონ თუ არა მოხუცებზე
12-07-2023
-
+


დღეს, ინგლისური ენის გამოცდის ბოლო დღეა. უცხოური ენის გამოცდიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ და etaloni.ge - სთან ტესტის სირთულეც შეაფასეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებს, წელსაც აბარებდნენ ისეთი აბიტურიენტები, რომლებსაც წინა წლებშიც არიან გასულები გამოცდებზე, მათი თქმით, ძველი ტესტები უფრო რთული იყო. 

„თემა იყო სამეზობლოში ახალგაზრდება უნდა იზრუნონ თუ არა მოხუცებზე. მოსმენის დავალება რაზე იყო არ მახსოვს, ისე კი, ტექსტი კარგად ისმოდა. მე არც ერთი დავალების შესრულება არ გამჭირვებია, იქედან გამომდინარე, რომ მესამედ ვაბარებ ეროვნულებს და 2018-ში უფრო რთული ტესტი იყო, ვიდრე ახლა“

„ვფიქრობ, აბიტურიენტებს ტესტის არც ერთი ნაწილის შესრულება არ უნდა გასჭირვებოდათ. მოსმენის დავალება მოჩვენებებზე მონადირეებზე იყო, ტექსტი კარგად ისმოდა. თემა იყო თინეიჯერებმა უნდა მოუარონ თუ არა მოხუცებს. ჩემი აზრით, თავი კარგად გავართვი“.

„მოსმენის დავალება იყო მოჩვენებებზე, კონკრეტულად ადამიანზე, რომელიც იმათ ეხმარება, ვისაც სახლში რაღაცები ესმის. თემა იყო თინეიჯერები სამეზობლოში მოხუც ადამიანებს უნდა დაეხმარონ თუ არა. რა თქმა უნდა, დავეთანხმე, მაგრამ ისიც დავწერე, რომ სხვებიც უნდა დაეხმარონ და არამარტო ახალგაზრდები. თუ სჭირდებათ დახმარება, აუცილებელია, რომ ვიღაც ჰყავდეთ. ასევე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ თინეიჯერებისთვის უფროს ხალხთან ურთიერთობა შეიძლება კარგი იყოს, მათგან ბევრ რამეს ისწავლიან, რჩევებს მიიღებენ.

ტესტებში ისეთი სიტყვა არ შემხვედრია, რაც არ ვიცოდი. მეგონა, რომ რადგან ბოლო ვარიანტი იყო, რთული იქნებოდა, თუმცა მარტივი იყო. ტექსტის გააზრება რომელიღაც მომღერალზე იყო, განსაკუთრებულად ცნობილი მომღერალი არ იყო და ამიტომ არ მახსოვს. მოლოდინებს რაც შეეხება, 65 ქულაზე მეტს ველოდები“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება