სიახლეები
სკოლები

„სხვისი შვილი“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის -  ნინო დოხტურიშვილის მორიგი ემოციური ნოველა
12-07-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავისი შემოქმედებიდან კიდევ ერთ ემოციურ ნოველას გვიზიარებს. 

ნოველაში -„სხვისი შვილი“ მოთხრობილია ოჯახზე, რომელსაც შვილი არ უჩნდება. ერთ დღეს ცოლ-ქმარი გადაწყვეტს ბავშვი იშვილოს. თავიდან ყველაფერი იდიალურადაა - მათ ოჯახში სიყვარული და სითბო სუფევს, თუმცა, ყველაფერი რადიკალურად იცვლება, როცა ქალი გაიგებს, რომ ფეხმძიმედაა...

სხვისი შვილი

არის დღეები, რომლებიც განსაკუთრებულად იბეჭდება მეხსიერებაში. ასევე არის ამბები, რომლებიც მუდამ რჩება აზრსა და გონებაში... სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი... წაიკითხეთ და განსაჯეთ, სხვისი თვალით დანახული თქვენი სამყარო, რომელიც ვის ბედის ბორბალს დაატრიალებს გულაღმა არავინ იცის...

ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილი ახალგაზრდა კაცი სევდანარევი თვალებით იმზირებოდა, ბავშვებით გამოცოცხლებულ ბაღში. პატარა ონავრები ერთიმეორის მიყოლებით, მიცოცავდნენ ნავივით გადებულ ატრაქციონზე, რკინის კონსტრუქციით აგებულ საყრდენ მძივივით ამშვენებდა ლამაზი საქანელა, რომელიც პატარა მოუსვენრებს ბრილიანტის თვალებივით გულის სიღრმეში ისვამდა და ჰაერში უშფოთველად აქანავებდა. ყოველ წამს იცვლიდა საქანელა ფერს, ზოგჯერ ლალის თვალი შემოსკუპდებოდა, ზოგჯერ ზურმუხტი, მთის ბროლი, ანდამატივით იზიდავდნენ მთელ სამყაროს, ეს პატარა უფლის ანგელოზები...

- ანა, მწყურია გესმის სულს მიხუთავს ეს გაუსაძლისი წყურვილი...

- ონკანიდან წყალი მოდის...

- ანა, გეხვეწები დამეთანხმე. ხომ ხედავ, რომ საკუთარ შვილებს მონატრებულები სხვის შვილებს შევხარით...

- მაგაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ, ხოდა მე თანახმა ვარ!!!

კაცს თვალში სინათლის შუქი ჩაუდგა, ბედნიერებით გაუბრწყინდა უსიცოცხლო მზერა და ცოლს სიყვარულით მიუალერსა...

ცოლ-ქმარი დიდი რუდუნებით ეწვივნენ მიუსაფარ ბავშვთა სახლს, ნერვიულობისგან მთელი სხეული უცახცახებდათ... იქნებ არ გამოდგეს კარგი ადამიანი? როგორი გენეტიკის მატარებელია?! ნეტავ თუ შეგვიყვარებს?! კითხვები ქარბუქივით ირეოდა ერთმანეთში, გაუსაძლის ქაოსს ქმნიდა გულში, სულს უღრღნიდა ახალგაზრდა წყვილს...

მიუხედავად ამისა, მაინც შეძლეს საოცარი პატარა მზე გოგონას შერჩევა, რომელმაც დიდი სიყვარულით მიიღო შეძენილი დედ-მამა... ბავშვი სახლშიც მშვიდი და ბედნიერი იყო, მთელი თავისი არსით გრძნობდა მონატრებული ოჯახის სურნელს...

ხშირად მიდიოდა დედასთან მომძლავრებული ემოციებისგან ეხუტებოდა და ჰკოცნიდა..

- იცი დედიტო, სულ რომ ქუჩაში მეცხოვრა მაინც უდარდელად ვიცხოვრებდი შენთან ერთად,

როგორ გელოდი...

როგორ მენატრებოდი...

- ნანიკო, მეც მიყვარხარ, მაგრამ შენ ეგ მითხარი ღამე რატომ არ გძინავს?!

- მეშინია არ დამტოვო მარტო და ჩუმად არ გაიპარო, მე ხომ მთელი ცხოვრებაა გელი ..

- არა საყვარელო რას ამბობ, ამ დროს კი ქალმა ცუდად იგრძნო თავი და სასწრაფოდ სააბაზანოს მიაშურა, კარები გამოიკეტა და პირღებინება დაიწყო...

ბავშვი კი კარს მიღმა ცრემლმორეული ოთახში ბოლთას სცემდა,

- ნეტავ არ მოკვდეს დედიკო! ნეტავ გადარჩეს!

- ღმერთო, უშველე ჩემს დედიკოს!.

საღამოს ანამ მეუღლეს საკუთარი ორსულობის ამბავი შეატყობინა, ორივე გახარებული ერთმანეთს ეხვეოდნენ, იცრემლებოდნენ. კაცი გაფაციცებით ჰკოცნიდა ქალს მუცელზე და ნაყოფს ლოცავდა.

ბავშვის აყვანიდან სამ თვეში ოჯახს სახლში სოციალურ მუშაკმა მოაკითხა.

- უთხარით გოგონას უკან რომ ბრუნდება?

- ვერ ვბედავთ გეთაყვა... იქნებ თქვენ მოაგვაროთ ეგ საქმე ...

- ის, რასაც თქვენ აკეთებთ არავის გაუბედავს... ეს არის უსინდისობა და არაადამიანობა... პატარას იმედი მიეცით, რომელიც ერთი ხელის მოსმით გაუნადგურეთ. ვინ მოგცათ თქვენ გრძნობებზე თამაშის უფლება? კარგით ახლა, რომ გავაგრძელო ვიცი მეც ავიშლი ნერვებს და თქვენთვისაც უაზრო წყლის ნაყვა იქნება.

ვიცით, რომ არასწორად ვიქცევით ქალბატონო, მაგრამ მე ცოტა ხანში ჩემი შვილი უნდა შემეძინოს და სხვისი რა თავის ტკივილად მინდა...

- ეეხ, შეაყარე კედელს ცერცვი, უგუნური ხართ თქვენ, ჩემო კარგო უგუნური!!!

ბავშვმა როგორც კი გაიგო რა ხდებოდა მის თავს დედას ფეხებში ჩაუვარდა, ემუდარებოდა და გაშმაგებული ჰკოცნიდა. 

- დედა, ოღონდაც უკან არ დამაბრუნო და ცარიელ იატაკზე დავწვები,

გამხმარ -ობიან პურს შევჭამ, არ შეგაწუხებ დედიკო არა... პირიქით, დაგეხმარები არ დამაბრუნო უკან გთხოვ, დედა...

გოგონას კივილი მთელს სამეზობლოს ესმოდა. ქვეყანა იწვოდა მისი ცოდვით, შეძენილ მშობლებს კი ქალები თუ კაცები წყევლაკრულვით ავსებდა.

ქალს „საკუთარი“ შვილი თანდაყოლილი გულის მანკით შეეძინა, დიდი ხანი არც უცხოვრია, მალე დალია სული... ეს საშინელი ტკივილი იყო მათთვის. სასოწარკვეთილებმა ისევ ნანას მიაკითხეს მიუსაფარ ბავშვთა სახლში, გოგონა კი გაშვილებული დახვდათ...

ჩვენი აღსაზრდელი ისეთი ოჯახის წევრი გახლდათ, რომელმაც იცის მისი ფასი... პირადად ჩვენ, რომ სულ მუხლის ჩოქვით გვეხვეწოთ ბავშვს აღარ განდობთ... ასე, რომ აქეთკენ მოსასვლელი გზა დაივიწყეთ, იქნებ კვლავ საკუთარი შვილი გაჩუქოთ უფალმა...

წლებია და ოჯახი კვლავ უშვილოდ დადის... გულდაწყვეტილი ნანა ცდილობს, ყველა ბავშვში ის სიცოცხლის ნაპერწკალი დაინახოს, რაც იმ მიუსაფარ ბავშვში ხარობდა... სწორად ახლა გაანალიზა რა შეცდომაც დაუშვა თუმცა, გამოსწორება დაგვიანებული იყო... მარტოდმარტო გადაჰყურებდა ბაღში მონავარდე პატარა ონავრების ჟრიამულს!!!


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება