სიახლეები
მსოფლიო, საინტერესო

მათემატიკის მასწავლებლებს ურჩიეს გაკვეთილები მუსიკის პედაგოგებთან ერთად დაგეგმონ
29-07-2023
-
+


სამეცნიერო კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც მუსიკას შეისწავლიან, მათემატიკას უკეთესად უმკლავდებიან. თუმცა, გაურკვეველი იყო რომელი ტიპის მუსიკალურ პრაქტიკას აქვს ყველაზე დიდი ეფექტი. ამის გარკვევა ბელეკის უნივერსიტეტის (თურქეთი) მკვლევარმა აისა აკინმა გადაწყვიტა. მისი ნაშრომი ჟურნალ Educational Studies-ში გამოქვეყნდა.  

მკვლევარმა 1975-დან - 2022-წლამდე გამოქვეყნებული 55 სამეცნიერო ნაშრომი გაანალიზა. კვლევებში მონაწილეობდა 78 ათასი ადამიანი - საბავშვო ბაღების აღსაზრდელებით დაწყებული სტუდენტებით დამთავრებული.

მკვლევარმა ანალიზისას სხვადასხვა მუსიკალური აქტივობის გავლენა შეადარა. ესენი იყო:

  • გაკვეთილები, რომლებზეც ბავშვები მღერიან ან მუსიკას ქმნიან;
  • მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლება;
  • მათემატიკის გაკვეთილი, სადაც მუსიკაა ინტერგირებული

ბოლო პუნქტი ინტეგრაციის სხვადასხვა მეთოდს გულისხმობს - რიცხვებისა და წილადების შესწავლისას სხვადასხვა რიტმში ტაშის შემოკვრით დაწყებული, მათემატიკის მუსიკალური ინსტრუმენტების დასაპროექტებლად გამოყენებით დამთავრებული. 

კვლევის მონაწილეები აბარებდნენ მათემატიკის ტესტებს დაკვირვებამდე და შემდეგ. ბოლოს შედეგებს ადარებდნენ იმათ მონაცემებს, ვინც მუსიკით არ იყო დაკავებული. 

რა გაირკვა?

აღმოჩნდა, რომ მუსიკის შესწავლის ნებისმიერი ფორმა დადებით გავლენას ახდენს მათემატიკაში მოსწავლეთა მოსწრებაზე, მაგრამ მათი გავლენა განსხვავებულია.

ყველაზე ეფექტური კი ინტეგრირებული გაკვეთილებია - მოსწავლეთა დაახლოებით 73% უკეთ გაუმკლავდა მათემატიკის ტესტებს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ასეთ მეცადინეობებს არ ესწრებოდნენ. მუსიკალურ სკოლაში სწავლა დადებითად აისახა ბავშვების 69 %-ის მოსწრებაზე, ხოლო მუსიკის ტრადიციული გაკვეთილები 58%-ზე. 

აისა აკინი დასძენს, რომ მათემატიკასა და მუსიკას ბევრი საერთო აქვს - მაგალითად, სიმეტრიული სიმბოლოების გამოყენება, ორივე საგანი, ასევე, მოითხოვს აბსტრაქტულ და რაოდენობრივი აზროვნებას. გარდა ამისა, ის თვლის, რომ ინტეგრირებული გაკვეთილების ეფექტურობა მაღალია, რადგან საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა დაინახონ კავშირი მათემატიკასა და მუსიკას შორის. ამასთან, ასეთ გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის სიამოვნება მოაქვს. ამიტომ ნაშრომის ავტორი მათემატიკის მასწავლებლებს ურჩევს გაკვეთილები მუსიკის პედაგოგებთან ერთად დაგეგმონ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ

მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები

ღონისძიების ორგანიზატორი მადლობას უხდის მოსწავლეებსა, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს აქტიურობისა და მხარდაჭერითვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება