მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მასწავლებელი იზოლდა გალდავაძე პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია. უდიდეს შრომასა და ენერგიას დებს მოსწავლეთა განათლებაში, მათი წარმატება კი აძლევს მოტივაციას აკეთოს საკუთარი საქმე საუკეთესოდ. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგ იზოლდა გალდავაძესთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- 2022-2023 სასწავლო წელი, როგორც ყოველთვის, დატვირთული და საკმაოდ პროდუქტიული იყო. ერთობლივად, დირექციის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, არაერთი ღონისძიება გამართეს და პროექტი განახორციელეს. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს სკოლას.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მშობლებს ვუსურვებდი, მიუხედავად აქტიური თანამშრომლობისა, უფრო მეტად ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- ბოლო ზარის პერანგზე, ალბათ, ვისურვებდი ყოველი ჩემი მასწავლებლისა და ამხანაგის ნებისმიერ ფრაზასა და სურვილს, რადგან ეს მიგყვება მოგონებად და იმ წუთების გასახსენებლად, რაც სკოლის პერიოდს უკავშირდება.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- უფრო მეტ ენერგიას და დროს დავხარჯავდი მომავალი პროფესიის დასაუფლებლად.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს. ბევრ პოზიტივს, ცხოვრების ახალ ეტაპზე, ახალ გარემოში ადაპტაციისთვის.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ჩემი ყველა მოსწავლე თბილი და მოსიყვარულეა. ყოველი დღე, მათგან ვიღებ სითბოს და პოზიტივს.
- მოტივაციას მაძლევს...
- ყველაზე მეტად მოტივაციას მაძლევს შექება და მოსწავლის წარმატება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.