სიახლეები
ინტერვიუ

„თუ დირექტორი მხოლოდ ხელმძღვანელად წარმოიდგენს თავს, ასეთ სკოლაში არასოდეს იქნება წარმატება“ -  ბულბული მგელაძე, ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექტორი 
18-07-2023
-
+


იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექტორი, თავის პროფესიაზე შეყვარებული ბულბული მგელაძე  მრავალი წელია სკოლაში მუშაობს და როგორც პედაგოგებთან, ასევე მოსწავლეებთან თბილი, უშუალო, მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. როგორც თავად აღნიშნავს, სკოლის წარმატების გასაღები სწორედ ასეთ ურთიერთობებშია. ხელმძღვანელი თავისი მოსწავლეებით ყოველთვის ამაყობს და სკოლის პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, უდიდეს შრომას დებს თითოეული მათგანის განათლებაში.

წელს 10 მეთორმეტეკლასელი გააცილეს სკოლიდან და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს, ახლა კი დიდი სიყვარულითა და სიხარულით ელოდებიან პირველკლასელებს, რომლებსაც ქალბატონი ბულბული ასე მიმართავს: „თქვენზე ვამყარებთ დიდ იმედებს, არ შეშინდეთ, თუ დახმარება დაგჭირდებათ, ყოველთვის გვითხარით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“.

დირექტორმა - ბულბული მგელაძემ Etaloni.ge-სთან ვრცლად ისაუბრა სასწავლო წლის, მოსწავლეთა და სამომავლო გეგმების შესახებ.


- ქალბატონო ბულბული, როგორი იყო თქვენი სკოლისთვის გასული სასწავლო წელი?

- გასული სასწავლო წელი, ისევე, როგორც წინა წლები, წარმატებული და ნაყოფიერი იყო ჩვენი სკოლისთვის, რადგან მრავალი პროექტი, აქტივობა განხორციელდა. ასევე კარგად იმუშავა ჩვენმა მხატვრულმა წრემ, გვქონდა გასვლითი ღონისძიებები. წელს, 10 მეთორმეტეკლასელი გვყავდა, მათგან არიან მედალოსნებიც, ეროვნულებზე 5 დარეგისტრირდა. ისინი წარმატებით აბარებენ გამოცდებს. ხოლო, ბავშვები, რომლებიც ეროვნულებს არ აბარებენ, პროფესიულ სასწავლებელში მიდიან, ასევე სამხედრო აკადემიაში სწავლა ორს ჰქონდა გადაწყვეტილი. რამდენი მიაღწევს მიზანს, ჯერ არ ვიცით...

აქვე გეტყვით, რომ საკმაოდ გუნდური კოლექტივი ვართ, ტრენინგებს ყველა პედაგოგი ესწრება, სიახლეებს ვნერგავთ რამდენადაც შესაძლებელია სკოლისათვის. ვმუშაობთ ხელიხელჩაკიდებულები წარმატებულად; მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ. ისინი საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. ვინც ვერ ახერხებს სკოლაში მოსვლას, ტელეფონით გვეკონტაქტება. ისინი ყველაფერს აკეთებენ შვილების დასახმარებლად, რათა სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ და ყველანაირად იყვნენ წარმატებულები. მე, მადლობას ვეტყოდი ჩემი მოსწავლეების მშობლებს, რომ ასეთი აქტიურები არიან და გვერდით გვიდგანან.

- მოსწავლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?                                            

- მოსწავლეებთან ძალიან კარგი, თბილი, ჰუმანური ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, მათი აზრები და სურვილები გავიგო. ბავშვებს მხოლოდ საგანს კი არ ვასწავლი, მათ სულიერ აღზრდაზეც ვარ ორიენტირებული. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ. ეს ჰუმანური საგანია. გაკვეთილის მიმდინარეობისას ბევრჯერ გადამიხვევია თემიდან და მოსწავლეებთან ადამიანურ, პრობლემურ საკითხებზე მისაუბრია. მარტო საგნის სწავლება არაა საკმარისი, თუ ბავშვს ადამიანური თვისებები, სულიერი აღზრდა, პრობლემურ საკითხებთან გამკლავება არ ასწავლე მარტო სასკოლო საკითხები შედეგს არ მოიტანს.

ასევე ახლო ურთიერთობა მაქვს კოლეგებთან. წარმატების გასაღები სწორედ ასეთ ურთიერთობებშია. თუ ჩემს განვლილ გზას გადავხედავ, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ  ნამდვილად მნიშვნელოვანია ასეთი მეგობრული ურთიერთობები. თუ დირექტორი არ არის კარგ, მეგობრულ და ჰუმანურ დამოკიდებულებაში კოლეგებთან და მარტო ხელმძღვანელად წარმოიდგენს თავს, ვფიქრობ, ასეთ სკოლაში არასოდეს იქნება წარმატება. მე, ამდენი წლის განმავლობაში, ისე მოვდივარ, რომ ჩემს კოლექტივთან, ყოველთვის მაქვს კოლეგიალური, მეგობრული, თბილი ურთიერთობა. ჩვენი ყველა საქმე პატივისცემაზეა აგებული.

- ბავშვებთან ურთიერთობის რამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ და რატომ გადაწყვიტეთ სკოლაში მუშაობა?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი სურვილი იყო, 25 წელია ამ სფეროში ვარ. ისე მომწონდა ეს პროფესია და ისე მიყვარდა ჩემი მასწავლებლები, რომ სხვა სპეციალობაზე არც მიფიქრია. მაშინვე ავირჩიე ეს პროფესია და გადავწყვიტე ქართული ენისა და ლიტერატურის და ასევე ისტორიის მასწავლებლობა. თუმცა, ბოლო დროს ქართულს გავყევი. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს იმისთვის, რომ ასე შემაყვარეს ეს საპასუხისმგებლო პროფესია. მასწავლებელი არა მხოლოდ საგნის მასწავლებელია, ის ასევე მოსწავლეთა სულიერი აღმზრდელია და ყოველთვის პასუხისმგებლობის განცდა აქვს. რაც შეეხება დირექტორობას, საკმაოდ დიდი ხანია ამ პოზიციაზე ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვების შედეგები, როგორები იქნებიან სკოლის დასრულების შემდეგ. ჩვენი სკოლის არც ერთ კურსდამთავრებულს ცუდი სახელი არ აქვს, ჩვენ მათით ვამაყობთ. ისინი ყოველთვის მოტივირებულები და წარმატებულები იყვნენ და ახლაც ასე განაგრძობენ.

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციას?                                      

- გარემოზე, სასკოლო ინტერიერზე ბევრია დამოკიდებული. თანამედროვე ცხოვრებაში, დღევანდელი გადმოსახედიდან, ბავშვები უყურებენ ძირითადად სასკოლო გარემოს, ინტერიერს, მის ტექნიკურ აღჭურვილობას. დღეს ისეთი მოთხოვნაა, რომ ბუმია ამ ტექნიკის, ამ მხრივ, სასკოლო დონის ამაღლება მნიშვნელოვანია.

ჩვენ ხის შენობა გვაქვს. ისე, როგორც გვინდა, ვერ ვაკმაყოფილებთ ამ დიდ მოთხოვნებს, მაგრამ ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი ჩვენ მოსწავლეებს გავულამაზოთ სხვადასხვა პროექტით, ღონისძიებით, გასვლითი, შიდასპორტული ღონისძიებებით, ექსკურსიებით,  კლასებს შორის შეჯიბრებებით. გვინდა, მათი ინტერესი და მოტივაცია უფრო გავზარდოთ. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესიონალი მასწავლებლების წვლილი უდიდესია. 

- მასწავლებლების გამოცდებზე რას ფიქრობთ, არიან თქვენი პედაგოგები სერტიფიცირებულები?

- მოსწავლეთა წარმატება თითოეული მასწავლებლის წარმატებაა. თუ პედაგოგი არაა მოტივირებული, არ უდევს მას შინაგანად მასწავლებლობა და ეს არის მხოლოდ ვიღაცისგან ნაკარნახევი იქ წარმატება ვერ იქნება. მასწავლებელი თავისი ნებით უნდა გახდეს, მოვალეობა კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული - აუცილებელია მოსწავლეში დაინახოს არა მხოლოდ ბავშვი, არამედ მისი მომავალი და მოტივაცია მისცეს... რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს, ალბათ, საჭიროდ ჩათვალა განათლების სამინისტრომ მასწავლებელი გასულიყო გამოცდაზე და ამით აემაღლებინა თავისი პროფესიული ცოდნა და სტატუსი. სკოლაში მყავს წამყვანი, უფროსი მასწავლებლები, ასევე პრაქტიკოსებიც არიან დარჩენილი. ისინიც გადიან გამოცდაზე, ქულა დააკლდათ და იმედი გვაქვს, რომ წელს აუცილებლად მიიღებენ სტატუსს - უფროსი მასწავლებლები გახდებიან.

- პირველკლასელებს ელოდებით ალბათ სექტემბერში... რას სთავაზობს თქვენი სკოლა მათ?

- პირველკლასელებს ყოველ წელს დიდი სიხარულითა და სიყვარულით ველოდებით. სამწუხაროდ, როგორც ქალაქის სკოლები ისეთი განებივრებული არ ვართ ბევრი მოსწავლით. წელს 3 პირველკლასელი გვყავს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ სასწავლო წლის დასაწყისი გავულამაზოთ. ვუფერადებთ და ვულამაზეთ ამ დღეს, რომ ბავშვებმა, არ იფიქრონ, რადგან სოფელში არიან, ვინმე ყურადღებას არ აქცევს. პირიქით, ღონისძიებასაც ვუწყობთ, ვამზადებინებთ ლექსებს წინასწარ, ასევე სასკოლო ღონისძიება გვაქვს სექტემბერში - მშობლებს ვიწვევთ, მერიიდან, საკრებულოდან წარმომადგენლებს... ასე, რომ ყველანაირად ვცდილობთ, მათი შემოსვლა სკოლაში დასამახსოვრებელი იყოს.

- რას ეტყოდით მათ, როგორ მიმართავდით სკოლის პირველ დღეს?

- ვეტყოდი, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი. მათზე ვამყარებთ დიდ იმედებს, მთელი კოლექტივი ორიენტირებულია მათი წარმატებულ და ბედნიერ მომავალზე. ბავშვებს სკოლაში არაფერს  მოვაკლებთ. არ შეშინდნენ, თუ რამე დასჭირდებათ ყოველთვის გვითხრან. ჩვენ მათ გვერდით ვართ. ღიად გამოთქვან, რა სურთ, როგორ, რაში უნდათ დახმარება, სადმე ხომ არ უნდათ წასვლა. როგორც დედა - შვილს, ისე ვესაუბრები და დავპირდები, რომ მომავალში, ყველა კლასიდან კლასში გადასვლა იქნება მათთვის წარმატებული.

- ამჟამად, ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, აბიტურიენტებს რას ურჩევდით?

- აბიტურიენტებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წარმატებასა და დასახული მიზნის მიღწევას ვუსურვებ. სწავლა არის ყველაფრის თავი და ბოლო. გული არ გაიტეხონ თუ რაიმე ისე არ წავიდა, როგორც მათ სურდათ. მთავარია კიდევ უფრო ძლიერად, მონდომებულად ისწავლონ, დაისახონ მიზანი და რაც მთავარია პროფესიის არჩევაში არ დაუშვან შეცდომა. ჩვენ, მეთორმეტეკლასელებთან ამის შესახებაც გვქონდა საუბარი, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ - რა უნდათ, მათი შესაძლებლობები საითკენ მიდის...

- ბავშვები ზოგჯერ პროფესიას მშობლების გავლენით ირჩევენ, მაშინაც კი, როცა მათი ხედვები და ინტერესები განსხვავებულია... ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- საერთოდ, ვიტყვი, რომ ასე არჩეული პროფესია ბავშვს ხშირად შუა გზაზე ტოვებს. ვფიქრობ, ჯობია პროფესია თვითონ ბავშვმა აირჩიოს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მშობელმა უნდა ურჩიოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, რადგან არ გაუჩნდეს სინანულის გრძნობა.

- თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რას გვეტყოდით? 

- ახალი სასწავლო წლიდან ყოველთვის გვაქვს გეგმები. მოსწავლეთა შედეგებს განვიხილავთ, და ამის გათვალისწინებით ვისახავთ ახალ მიზნებს. ყურადღებას ვაქცევ ვის რაში აქვს მეტი წარმატება, ვინ რა უნარების გაუმჯობესებას საჭიროებს და ა.შ. პირველ რიგში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა მნიშვნელოვანი და შესაბამისად ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მათ გაუძლიერებს სწავლისთვის საჭირო უნარებსა და ინტერესს.

გვაქვს დაგეგმილი პროექტები, ვესწრებით ტრენინგებს, რათა ბავშვებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების, პრობლემურ საკითხებზე დისკუსიის უნარი გამოუმუშავდეთ - განსჯის, მსჯელობის, აზრის თავისუფლად გამოთქმის, ყველაფერი, რაც თანამედროვე ცხოვრებაში გამოადგებათ. ჩვენ ვცდილობთ, სწორი მიმართულება მივცეთ მათ მსჯელობას და ხელი შევუწყოთ კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება