მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- რას სთავაზობს მათ სკოლა?
- როგორც ვთქვი, ახალი სკოლის შენობა გვაქვს, ინფრასტრუქტურა გამართულია, ადაპტირებულია და სტანდარტების შესაბამისია. გვაქვს მოწესრიგებული მოედანი. გარდა ამისა, სკოლა პირველკლასელებს საინტერესო აქტივობებს, პროფესიონალ მასწავლებლებსა და მათი ინტერესებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს. სწორედ ამიტომაც, მშობლებიც დაინტერესებულები არიან, მათთან კონტაქტი გვქონდა. ჩვენ, როდესაც პირველკლასელების გაცილების ღონისძიება მოვაწყვეთ, სკოლაში მომავალი პირველკლასელებიც მოვიწვიეთ, ისინი ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და გარემო დაათვალიერეს.
- ქალბატონი სვეტლანა, რამდენი ხანია, რაც სკოლის დირექტორი ხართ?
- 32 წელია სკოლის დირექტორი ვარ, პარალელურად, რუსულ ენასაც ვასწავლი.
- თქვენთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია?
- პირადად მე, მოსწავლეებთან, თვითმმართველობასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. პედაგოგები მათ სურვილებსა და ინტერესებს ვითვალისწინებთ, შემდეგ კი ამის მიხედვით ვმოქმედებთ.
- მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ორი ინსტიტუტი დავამთავრე. თავიდან ინჟინრობაზე ვოცნებობდი. ჩემს დროს ექიმობა და ინჟინრობა ძალიან პოპულარული პროფესიები იყო და ყველას განათლების ამ მიმართულებით მიღება გვინდოდა. ჯერ რუსეთში ვსწავლობდი, შემდეგ ოჯახური მდგომარეობის გამო, საქართველოში გადმოვედით. რუსული განათლება რომ მქონდა მიღებული, სამუშაო ადგილი ვერ ვიშოვე და სკოლაში მუშაობა შემომთავაზეს. შემდეგ კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე.
- ამ გადმოსახედიდან, მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ?
- 50 წელია სკოლაში ვმუშაობ, არ ვნანობ, კმაყოფილი ვარ. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან კარგია. სკოლა ჩემთვის მეორე სახლი გახდა, დღე და ღამე აქ ვარ, უმეტეს დროს სკოლაში ვატარებ.
- ამდენი წლის განმავლობაში რა ისწავლეთ მოსწავლეებისგან?
- ვისწავლე და დავინახე ის, რომ მასწავლებელი ძალიან მოსიყვარულე უნდა იყოს, ბავშვებთან ურთიერთობა შეეძლოს, მათი ინტერესები გაითვალისწინოს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა ფიქრების გამოცნობა ისწავლოს. პედაგოგი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს.
- წლებია ხელმძღვანელ პოზიციას იკავებთ, სასკოლო ცხოვრებაში რა ძირითად გამოწვევებს აწყდებით ხოლმე?
- გამოწვევა არის ის, რომ მოთხოვნები, რეფორმა, ეროვნული სასწავლო გეგმა იცვლება, რასაც ფეხი აქტიურად უნდა ავუწყოთ.
- დირექტორების გამოცდასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, გახვედით გამოცდაზე?
- მე გამოცდა 12 წლის წინ ჩავაბარე და სერტიფიკატი ავიღე. ამჯერად არ გავსულვარ, რადგან ამ სერტიფიკატს ძალა აქვს. ჩემი აზრით, დირექტორმა გამოცდები უნდა ჩააბაროს, ყველაფერს ფეხი აუწყოს. უნდა იცოდეს, რა არის სკოლაში გასაკეთებელი, სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობა არ უნდა ეშლებოდეს.
- რაც შეეხებათ მასწავლებლებს, კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ?
- დიახ, რა თქმა უნდა, სკოლაში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. ახლა ერთი მასწავლებელი წამყვანის სტატუსზე არის წარდგენილი. მომავალში უფრო მაღალ საფეხურებზეც ვიფიქრებთ.
- რამდენად მოგწონთ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა?
- მასწავლებელს სტატუსი ან გამოცდის ჩაბარებით ან პორტფოლიოთი უნდა ეცვლებოდეს. ახლა, თითქოს, საქმე ქაღალდომანიასთან გვაქვს. ვფიქრობ, გამოცდა საკმარისია იმისთვის, რომ სტატუსი აიმაღლონ. სხვანაირად ძალიან რთულია, მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის აღარ სცალიათ. პედაგოგები, თითქოს, სხვა საკითხებზე არიან გადართული. ზოგადად, გამოცდები საჭიროა, პედაგოგი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
- როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს საბაზო სკოლას საშუალოსგან?
- სოფლის სკოლას და თან საბაზოს თავისებურებები აქვს. ჩვენთან ქცევის წესების დარღვევა ნაკლებადაა, უკეთესია მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობა - ამაში ვხედავ განსხვავებას. საშუალო სკოლის მოსწავლეებს სხვა მოთხოვნები აქვთ. საბაზოს მოსწავლეები ასაკითაც პატარები, მეტად დამჯერები არიან, მათ მასწავლებელი მშობლად მიაჩნიათ.
- სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებლები გყავთ?
- დიახ, გვყავს, ვინც უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა. ჩვენი სკოლის ბევრი კურსდამთავრებული პედაგოგიურ სასწავლებლებში სწავლობს, მაგრამ შემდეგ სკოლაში დაბრუნებული არავინ მინახავს. ახალგაზრდა მასწავლებლები გვყავს, თუმცა იმდენად არიან შეწუხებული ამ ქაღალდომანიით, ამბობენ, უკვე არ გვაქვს იმის სურვილი, სკოლაში მუშაობა გავაგრძელოთო.
- ბოლოს გკითხავთ, თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რაც სკოლამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა ასწავლონ?
- პირველ რიგში, მთავარია, რომ გაკვეთილი საინტერესო იყოს. თითოეული მოსწავლის უფლებები დაცული უნდა იყოს. ბავშვებს ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვთ და ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ მათ ნიჭისა და უნარების გამომჟღავნება შეძლონ. ვფიქრობ, ჩვენ მოსწავლეებს ამის საშუალებას ვაძლევთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...