სიახლეები
სიახლეები

„განსაკუთრებული ცხოვრებისული გამოცდილება“ - KIU-ში გატარებულ 3 წელს წარმატებული სტუდენტი, ლანა ჭანტურაძე  აფასებს
14-07-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტების ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა, სტარტაპები და დასაქმება - KIU-ში თავისი სტუდენტური ცხოვრების შესახებ წარმატებული სტუდენტი, ლანა ჭანტურიძე გვიყვება, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტში სტიპენდიასთან ერთად სრული სწავლისა და საცხოვრებელის დაფინანსებაც მოიპოვა.

„მაინტერესებს ბიზნესის სფერო, სტარტაპები. მიყვარს ხატვა, ვყოფილვარ უცხოეთში და საქართველოს მთავარ ქალაქებში ჩემი ნამუშევრების გამოფენით. საბოლოოდ მინდა საკუთარი ბიზნესი მქონდეს, მანამდე კი მსურს რაც შეიძლება ბევრი გამოცდილება მოვაგროვო, მათ შორის, მენეჯერის ამპლუაში“

სკოლის პერიოდში ლანა, ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა რაიონის მასშსტაბით გამართულ კონკურსებსა და ინტლექტუალურ თამაშებში. ამის გარდა, იგი შემოქმედებითი მიმართულებითაც საკმაოდ აქტიური იყო და მონაწილეობას იღებდა, ხატვის კონკურსებსა და თეატრალურ დადგმებში. 

„მეთორმეტე კლასში ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა პროფესიის არჩევა მსურდა. საბედნიეროდ, იმ პერიოდში ჩემს სოფელში სასტუმრო გაიხსნა, ინგლისური კარგად ვიცოდი, ამიტომაც ადმინისტრაციული საკითხები, ტურისტების დაბინავება მე შემომთავაზეს. სიამოვნებით დავთანხმდი ამ შესაძლებლობას და სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე რომ ბიზნესისთვის უნდა დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. ამ პერიოდშივე გავიგე რომ იხსნებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გერმანელი ლექტორები, დაფინანსების მრავალი წყარო და გარემო იყო ის რამაც გადამაფიქრებინა სხვა უნივერსიტეტში ჩაბარება. მოკლედ, გავიგე თუ არა ამ შესაძლებლობაზე, იმ დღიდან გადავწყვიტე, რომ მე აქ მინდოდა მესწავლა. საბედნიეროდ, ჩავაბარე მენეჯმენტის მეცნიერების ფაკულტეტზე, გრანტის და ოქროს მედლის საშუალებით კი სტიპენდიაც და საცხოვრებელის დაფინანსებაც მივიღე“

ლანას თქმით, მისთვის განსაკუთრებულია აქაური ცხოვრების გამოცდილებაზე საუბარი. რადგან კამპუსი საშუალებას იძლევა, უკეთ გაიცნონ სტუდენტებმა ერთმანეთი და გაერთიანდნენ კრეატიული იდეების გარშემო.

ახლახანს, ლანა ჰარვარდის ბიზნეს ქეისების მეორე ტურში გადავიდა გუნდთან ერთად, რომელშიც სამივე კურსის სტუდენტები არიან. „მინდა ვთქვა, რომ აქ ბევრი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტია, მათში საერთო ენის გამონახვა კი ადვილი და სასიამოვნო პროცესია“. 

უნივერსიტეტი აქტიურად ატარებს საინტერესო ღონისძიებებს, როგორიცაა კონფერენციები, პოდკასტები, რა სად როდის. რომლებშიც ლანა მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ მათგანში ჩაერთოს და როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის შეძენასთან ერთად გამოცდილება გაიღრმავოს, მრავალფეროვანი აქტივობებით და შემოთავაზებებით, რომლის შანსსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა.

სტუდენტურ კონფერენციაზე წარადგინა თემა: „თავისუფალი ვაჭრობა საქართველოში“, სადაც აღწერა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, „საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო ცოდნაც გავიღრმავე და პრეზენტაციის შიში დიდ აუდიტორიასთანაც დავძლიე“. 

ლანა დატვირთული სტუდენტური გრაფიკის მიუხედავად ჩართული იყო „ჯიტასა“ და კიუს საერთო პროექტში, ინოვაციების საზაფხულო ბანაკში, სადაც გუნდთან ერთად მუშაობდა მის მეორე სტარტაპ იდეაზე. 

დაიწყო IT hub-ის Java web Development. გასულ წელს კი საქართველოს ლაბორატორიის პროექტში იყო.

ლანა ასევე აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის ღია კარის დღეების ორგანიზებაში აბიტურიენტებისათვის და არამხოლოდ. საკმაოდ საინტერესო გახლდათ მისთვის PR გუნდის წევრის  როლის მორგება და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება. 

„ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც აქამდე მქონია ალბათ იყო სტუდენტ ასისტენტობის გამოცდილება. 2022-ის შემოდგომის სემესტრში ვიყავი ბიზნეს მეწარმეობის საფუძვლებში ლექტორის ასისტენტი. მყავდა ორი ჯგუფი. განსაკუთრებით მომეწონა ეს პროცესი და ამ ამპლუაში ყოფნა. ვფიქრობ, მომავალში მსურს ლექტორად ყოფნის გამოცდილებაც მივიღო. საინტერესო იყო სემინარები, სტუდენტებზე დაკვირვება და მათი განვითარების პროცესის ნახვა. შესანიშნავი სტარტაპ იდეები წარმოადგინეს სწავლის პროცესში, ძალიან მინდა რომ ბოლომდე გაყვნენ ამ იდეებს და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. ეს უნივერსიტეტი კი მაქსიმალურად ცდილობს რომ ყველა შესაძლებლობა მოგვცეს განვითარებისთვის, იმისთვის რომ კომპლექსები დავძლიოთ და კონფორტის ზონიდან გავიდეთ. ყველა ის ღონისძიებება რაც ტარდება უნივერსიტეტში ამაზეა ორიენტირებული“

წარმატებული გოგონა განათლების მიღებასთან ერთად ძალიან ბევრ გამოწვევებსა და სიახლეებს გონივრულად უმკლავდება და გამოცდილების გაღრმავებით ეუფლება პროფესიონალურად საქმიანობას რომელიც მისთვის ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა

მოსწავლეებმა გამწვანების აქციაც დაგეგმეს და სკოლის ეზოში მარადმწვანე ხის ნერგი დარგეს

მოსწავლეებმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება