მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სპეცმასწავლებლები დღეს უფროსის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაზე გავიდნენ. გთავაზობთ აპლიკანტების შეფასებებს საგამოცდო ცენტრიდან:
აბიტურიენტის დედა ეკლესიის ეზოში წაიქცა და ხელი დაიზიანა - ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა
„გამოცდა საშუალო სირთულის იყო, წინა წლების ტესტებიც ვნახე და დაახლოებით, ისეთივე იყო. წელს პირველად ვიყავი გამოცდაზე. მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, ახლა დავამთავრე საბავშვო ბაღის სააღმზრდელო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სპეცმასწავლებლის გამოცდაც ჩამებარებინა. დღეისთვის, სკოლებში სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი მოთხოვნადია და ვფიქრობ, დასაქმება არ გამიჭირდება. სკოლაში ან საბავშვო ბაღში დასაქმება მინდა, თუმცა ბაღი მირჩევნია, რადგან პრაქტიკა გავიარე და ასე თუ ისე, გამოცდილება მაქვს, სკოლასთან კი შეხება არ მქონია.
დედა სპეცმასწავლებლის გამოცდაზე შვილის გამო გავიდა - „თუ ადამიანს მასწავლებლობაზე პრეტენზია აქვს, ეს საკითხები უნდა იცოდეს“
რაც შეეხება ტესტს, ღია კითხვებიდან ერთი რთული ქცევის ბავშვზე იყო, მეორე ბავშვის მეტყველების პრობლემას შეეხებოდა - თუ 4-სიტყვიან წინადადებაზე დიდს ვერ ამბობს, გვეკითხებოდნენ, როგორ შეგვეძლო ამის გამოსწორება. კიდევ ერთი საკითხი რესურსოთახზეც იყო - მასწავლებლებმა არ იციან, რისთვის გამოიყენება და როგორ მიაწოდებ მათ ამ ინფორმაციასო“, - განაცხადა თეონა ბოლქვაძემ.
კიდევ ერთმა აპლიკანტმა კი გვითხრა, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო.
„ღია კითხვებში გარკვეული ქეისები იყო მოცემული. პირობა ზედმიწევნით არ მახსოვს, მაგრამ უნდა განგვეხილა, თავად როგორ მოვიქცეოდით. შესაბამისობების ნაწილი რთული არ ყოფილა. გამოცდისთვის არ მოვამზადებულვარ, რა ცოდნაც მქონდა, იმით გავედი. მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, პროფესიით ფსიქოლოგს, მგონია, რომ თავი კარგად გავართვი, კადრებზეც მოთხოვნაა და წესით, დასაქმება არ უნდა გამიჭირდეს. ვფიქრობ, რომ უფროსის სტატუსს მოვიპოვებ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მიღწეული წარმატებისათვის მოსწავლეებს სერტიფიკატები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მეცრეკლასელებთან ჩატარდა ღია გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასა და ბიოგრაფიის შესახებ