სიახლეები
სიახლეები

გეოგრაფიის ტესტის პასუხების ფურცელში სერიოზული სტრუქტურული ცვლილებებია - როგორ უნდა იმუშაონ ტესტზე აბიტურიენტებმა მაქსიმალური ქულის მისაღებად
17-07-2023
-
+


გეოგრაფიის გამოცდა 19 ივლისს ჩატარდება და მას 2 200-ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს. რას უნდა მიაქციონ აპლიკანტებმა გეოგრაფისი ტესტში ყურადრება და რა იქნება სავარაუდო საგრანტო ქულა, ამის შესახებ აპლიკანტებს რჩევებსა და რეკომენდაციებს გეოგრაფიის სპეციალისტი იოანემახარაძე აძლევს:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ საიტზე ატვირთა პასუხების ფურცლის ნიმუშები, რომელიც სერიოზულ სტრუქტურულ ცვლილებებს გვიჩვენებს წინა წლებთან შედარებით.

თუ გეოგრაფიის გამოცდაზე არასდროს ყოფილა 21-ზე მეტი დახურული ტიპის შეკითხვა, წელს მათი რაოდენობა იქნება 28. ტესტი სწორედ 28 დახურული, ერთქულიანი შეკითხვით დაიწყება, თითოეულ კითხვას ოთხი სავარაუდო პასუხი ექნება, რომელთაგანაც მხოლოდ 1-ია სწორი. ამ კითხვებში იქნება საკითხთა ფართო სპექტრი და გეოგრაფიის ინტეგრაცია ზოგად უნარებთან. დიაგრამების ანალიზი, ელემენტარული გამოთვლები, ასევე ზოგადი და ფაქტობრივი გეოგრაფიული შეკითხვები, რომელზე პასუხის გასაცემადაც აბიტურიენტს ლოგიკაზე მეტად საგნის ცოდნა დასჭირდება.

ვფიქრობ, 28 კითხვაში რამდენიმე კითხვა იქნება საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, მათ შორის შეიძლება იყოს, დაცული ტერიტორიები და სასარგებლო წიაღისეულები.

შემდეგ კი იქნება რამდენიმე მრავალქულიანი საკითხი. (3-4-5 ქულიანები საკითხები). მათ შორის ერთი შეიძლება მიეძღვნას რომელიმე მოგზაურს, იყოს მისი მოგზაურობის მარშრუტი და პორტრეტი, როგორც ეს მასწავლებელთა გამოცდებზე იყო.

აბიტურიენტებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ტოპოგრაფიულ რუკას. ეს არის დაახლოებით 5-7 ქულიანი საკითხი. ქულათა ეს რაოდენობა კი უმნიშვნელოვანესია საგრანტო კონკურენციაში.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ წელს არ იქნება ერთი ტოპოგრაფიული რუკა, არამედ იქნება სხვადასხვა რუკის დანართები და თითოეულ რუკაზე იქნება დასმული 1 შეკითხვა.

ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი სპეციფიკურობით გამოირჩევა, თუ ის აბიტურიენტს კარგად აქვს გაგებული, მაშინ ქულას არ დაკარგავს, ხოლო თუ ამ ტიპის რუკის ანალიზზე არ უმეცადინია, მაშინ საერთოდ 1 ქულის აღებაც კი გაუჭირდება. ამიტომ, მოვუწოდებ აბიტურიენტებს გამოიყენონ დარჩენილი დრო და გამოცდილი ადამიანებისგან მოისმინონ ამ ტიპის რუკის ანალიზისთვის საჭირო ელემენტები.

ბოლო საკითხი არის ქულათა რაოდენობით ყველაზე დიდი, მასწავლებელთა გამოცდაზე ის საქართველოს რეგიონის შესახებ იყო. მასწავლებელთა მსურველებს კახეთის შესახებ მოუწიათ კითხვებზე პასუხი გაცემა. ვფიქრობ, დიდია ალბათობა აბიტურიენტების გამოცდებზეც ბოლო საკითხი იყოს საქართველოს 12 რეგიონიდან რომელიმე.

არასდროს გამოცდაზე ცალკე რეგიონად არ მოსულა თბილისი, ასევე აქტუალურია აფხაზეთის საკითხი. ამ საკითხში აბიტურიენტებს დეტალურად მოუწევთ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც შეეხება რეგიონის კლიმატს, ფიზიკურ გეოგრაფიას, სოფლის მეურნეობის დარგებს, წიაღისეულებსა და დაცულ ტერიტორიებს.

აბიტურიენტებს მოვუწოდებ, ივარჯიშონ ელემენტარული გეოგრაფიული ამოცანების ამოხსნაზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი, წნევის ვერტიკალური ცვალებადობა, შობადობა და სიკვდილიანობა, ანუ მოსახლეობის ცვლილების გამოთვლა პრომილებში, სიმაღლის დადგენა ჰორიზონტალებით ტოპოგრაფიულ რუკაზე, მდინარის ვარდა, მდინარის ჩამონადენი, მდინარის სიჩქარე.

რაც შეეხება საგრანტო კონკურენციას გეოგრაფიაში - ამ საგანში, როგორც წესი, მიუხედავად დაბალი ბარიერისა, ფიზიკის შემდეგ ყველაზე მეტი აბიტურიენტი იჭრება და ამ მაჩვენებელმა შარშან 30%-ს გადააჭარბა, ხოლო აბიტურიენტთა დიდი ნაწილი 31% 15-დან 25 ქულას შორის მერყეობდა, ამან გამოიწვია ის, რომ გეოგრაფიის საგრანტო ქულა 27 იყო, ხოლო 100-იანი გრანტისთვის 33 ქულა აღმოჩნდა საკმარისი.

წელს იმავეს არ ველოდები, ვფიქრობ, ტესტი მარტივი ნამდვილად არ იქნება, თუმცა წელს გეოგრაფიას მეტი აბიტურიენტი აბარებს. ამიტომ, კონკურენციაც არ იქნება ისეთი დაბალი, როგორიც შარშან, ვფიქრობ საგრანტო ქულა 32-დან დაიწყება, ხოლო 100-იან გრანტს აიღებს ყველა, ვინც 40+ ქულას მიიღებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებს ყუთიდან ამოჰქონდათ ფურცლები და ცდილობდნენ მოცემული სიტყვების მნიშვნელობა აეხსნათ

ღონისძიება ქართული ენის პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩატარდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება