სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგთა კეთილშობილური მისია და შთამბეჭდავი პროექტი
17-07-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ეწევიან. ამ მიზნით სკოლაში პროექტი - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“ ხორციელდება. 

პედაგოგები აწყობენ შეხვედრებს - „საუბრები ფინჯან ყავასთან“, სადაც მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე საუბრობენ. სამი თაობის წარმომადგენლები ერთმანეთს მოსაზრებებსა და გამოცდილებას უზიარებენ და ზაფხულის დღეებს მეტად ნაყოფიერად ატარებენ. 

პროექტში არიან ჩართულნი მასწავლებლები - დარიკო მელაძე, ხათუნა დეკანაძე, ქეთევან დეკანაძე, თამილა დავითაძე და ასევე მოსწავლეები - ნინი ბოლქვაძე, ლუკა იაკობაძე.

ამჯერად, პროექტის სულისჩამდგმელებმა ფინჯან ყავასთან გეოგრაფიის ამაგდარ მასწავლებელს - ემზარ დეკანაძეს უმასპინძლეს. 

სკოლა სასკოლო საზოგადოებას პედაგოგს, მის მოღვაწეობასა და შეხედულებებს აცნობს. ემზარ დეკანაძესთან განახლების საჯარო სკოლის პედაგოგთა მომზადებულ გულახდილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

  • „დაბადების ადგილი -  ხულო, სოფელი დეკანაშვილები.

    თარიღი - 19.05.1962.
  • განათლება: 1969/79 წლები - ხულოს საშუალო სკოლა.
  • 1988/93 წლები- ქ.ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, გეოგრაფიის ფაკულტეტი. სპეციალობა-გეოგრაფიის მასწავლებელი.
  • ხარისხი: მაგისტრი.
  • სტატუსი: უფროსი მასწავლებელი.
  • სამუშაო გამოცდილება: 1985 წლიდან წლების განმავლობაში, ხულოს განათლების განყოფილების მეთოდისტი. ამჟამად, ხულოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირების თავმჯდომარე. წლების განმავლობაში გეოგრაფიის მასწავლებელი ქვემო ვაშლოვნის, დაბა ხულოს და განახლების საჯარო სკოლებში. მუდმივად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადაში, ღონისძიებასა თუ კონფერენციაში. მის არქივში უხვად ინახება სხვადასხვა წლებში მიღებული უამრავი აქტივობების ამსახველი დიპლომი, სიგელი და მადლობის ბარათი. მისი ორგანიზებითა და ხელშეწყობით დღემდე ტარდება სხვადასხვა სახის ღონიძიებები. აქტიურად ხელმძღვანელობს თავისუფალი პროფესიული კავშირების ორგანიზაციას. მუდმივად იბრძვის პედაგოგთა უფლებების დასაცავად. მისი აქტიური მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სკოლებიდან, უამრავი მასწავლებელი იქნა წარდგენილი სხვადასხვა ჯილდოზე, სტატუსზე თუ ორდენზე.
  • ხასიათი - მეგობრული, უღალატო, მხიარული.
  • თვისებები - პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, მებრძოლი.
  • უნარები - აქვს შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის უნარი, ემპათიურია. ფლობს ყველა საჭირო უნარ/ჩვევას. მუდმივ ძიებაშია.
  • დაოჯახებული - ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 08.07.2023.

შეხვედრა ემზარ მასწავლებელთან და გულახდილი საუბრები.

მასწავლებელი არის - ადამიანი, ვინც გაძლევს შესაძლებლობას, იბრძოლო, იყო საუკეთესო პიროვნება.

მასწავლებელი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყოს, რადგან თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, ვერ აღზრდი ისეთ მოქალაქეს, ქვეყანას რომ გამოადგება. შენ სამჭედლო ხარ, რკინა ისე უნდა გადაადნო, მისი გადაღუნვა ვერავინ შეძლოს!

კარგი მასწავლებელი ყველაფერია, ის ქმნის ქვეყნის საამაყო ისტორიას, ბედნიერ აწმყოს, დემოკრატიულ ქვეყანას, ღირსეულ მომავალს...

- თქვენი ცხოვრების უდიდესი მიღწევა არის...

- უპირველესად, ოჯახი. რომ არა, ოჯახი მე ვერ ვიქნებოდი შემდგარი პიროვნება. ბავშვობიდანვე მზრუნველ და სიყვარულით სავსე ოჯახში ვიზრდებოდი. მამა პედაგოგი მყავდა, ის მუდმივად ზრუნავდა ჩვენს სულიერ აღზრდაზე. დედა ღირსებით სავსე ადამიანია, მისი ღვაწლი უდიდესია შვილების მიმართ. მათ მასწავლეს, რომ ადამიანის მთავარი მიღწევა ურთიერთობები, სიყვარული და პატივისცემაა. დილას, როცა ამ დიდი სიყვარულით და პატივისცემით გადიხარ იმ საზოგადოებაში, სადაც მთელი დღე გიწევს ყოფნა, ვერანაირი აგრესია ვერას დაგაკლებს. შენ იცი, რომ ერთგული ადამიანების დიდი არმია, საყვარელი ოჯახი და მეგობრები გიმაგრებს ზურგს. მათი სიყვარული გათბობს და გაძლერებს.

გარდა იმისა, რომ ხართ წარმატებული პედაგოგი, ასევე ხართ საქართველოს პროფესიული კავშირების აქტიური წევრი და რესურსცენტრის თანამშრომელი, კარგი მამა და მეუღლე. სამი წინადადებით გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების საიდუმლო.

მარცხი არ უნდა გაშინებდეს, დაცემა დამარცხებას არ ნიშნავს, ფეხზე მუდმივად მყარად უნდა იდგე, მერე რა თუ ისე არ არის ყველაფერი, როგორც გინდოდა. იბრძოლე, შემდეგ ჯერზე გამოგივა!

 საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ - უნდა იყო შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის არ უნდა გეშინოდეს.

საკუთარ ოჯახში როცა შედიხარ, როგორი დაღლილი და გაბრაზებულიც არ უნდა იყო, ყველაფერი ზღრუბლთან დატოვე, იქ შენ ყველაზე ძვირფასი ადამიანები გელოდება!

 - თქვენ უპირველესად...

- უპირველესად, მე ვარ ადამიანი, რომლის მთავარი საზრუნავი, სხვისი კეთილდღეობაა. ასევე მე მაქვს ადამიანური თვისებები, მუდმივად ვიწყებ ფიქრს და საკუთარ თავს ვუსვამ შეკითხვებს: რა იყო და არის ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი? შევძელი მეცხოვრა ისე, რომ ჩემი ამქვეყნიური მისია შესრულებულად ჩამეთვალა? რას გავაკეთებ სამომავლოდ?

იცით, ჩემი აღზრდილი ადამიანები, მოსწავლეები, ჩემს მიერ გავლილი ცხოვრება მაძლევს იმის თქმის უფლებას , რომ მე როგორც მასწავლებელი, მოქალაქე შემიძლია თამამი ვიყო და ამ ყველაფრით ვიამაყო. წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, ჩემს ენერგიას არ მოვაკლებ საქმეს, რომელიც ასე მიყვარს და მეამაყება.

- თქვენთვის დემოკრატიული ღირებულებები არის....

- უამრავ ღირებულებებს შორის, უპირველესად ადამიანური ღირსების დაცვა, მიმღებლობა, სიტყვის, აზროვნების თავისუფლება შეიძლება გამოვყოთ ....

ასევე მნიშვნელოვანია ის ვალდებულება, რომელიც ყველა მოქალაქეს აკისრია. თუ ამ ყველაფერს გავითავისებთ, ამ ღირებულებებზე აღვზრდით ჩვენს მოსწავლეებს, გავაგებინებთ ვალდებულებების არსს, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიულ,თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

- რას შეცვლიდით განათლების სისტემაში?

- ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ, სკოლებში კლასიდან კლასში ან სულაც დამამთავრებელ საფეხურზე გამოცდების აუცილებლობის შესახებ ვისაუბრებ. სკოლას აქვს შესაძლებლობა ამ უფლებით ისარგებლოს, მაგრამ მე ვფიქრობ ეს აუცილებელ საკითხად უნდა იქცეს..

-  თქვენი აზრით,რას ფიქრობენ ბავშვები: ემზარ მასწავლებელი.......

- ემზარ მასწავლებელი ჩემი მეგობარია!

- თქვენ ახლა გისმენენ...

ეს ნიშნავს, ღირებული ხარ!

როცა გისმენენ, არ გაქვს უფლება შენი საუბარი ყალბი იყოს!

მე მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ ნებისმიერი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია. არ აქვს აზრი რა არის ეს .

ჩვენი ცოდნა, განათლება, უნარები მას უნდა მოვახმაროთ. მასლოუს პირამიდის თანახმად , ადამიანის რეალიზებისათვის ყველა ეტაპის გავლა მნიშვნელოვანია. ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს სიყვარული ვაჩუქოთ, დავეხმაროთ, სამყარო უკეთესი გავხადოთ. ჩვენი ცხოვრება ბევრად მნიშვნელოვანი და საინტერესო ბავშვების სიყვარულით იქნება. ხოდა, გვიყვარდეს ისინი, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, უნარებისა. შეხედულებებისა თუ რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე.

 მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

მადლობა თქვენ, რომ აფასებთ მასწავლებლის პროფესიას, ეს უდიდესი მისიაა. თქვენ შეძლებთ ამ აქტივობებით საუკეთესო პროდუქტი შექმნათ. მოლოდინი დიდი მაქვს, ვინაიდან მონაწილეები სწორედაც ჩემი მოსწავლეები ხართ, ამაზე მეტი, რა ვიამაყო?“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება