სიახლეები
სკოლები

„ბევრი ხვავიანი წელიწადი ჩვენს ბავშვებს“ - ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
17-07-2023
-
+


რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგებმა, დირექციის მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე დადებითად აისახა. პედაგოგები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ შრომის შედეგს იმკიან და მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ. 

მათ შორისაა,  „რონდელის ფონდის“ პროექტში მიღწეული წარმატება. სკოლის რვა მოსწავლე ფონდმა საგანმანათლებლო პროექტში მოპოვებული მაღალი შედეგებისთვის ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 

ვიქტორინაში გამარჯვებული ბავშვები არიან: 

  1. ანრი აბულაძე;
  2. მირზა აბულაძე;
  3. ნიკა რიჟვაძე;
  4. მარიამ აბილაძ;
  5. ლიზააბულაძე;
  6. რატი ბოლქვაძე;
  7. ლუკა მელაძე;
  8. ნინი აბულაძე.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას აღნიშნავენ და ახალგაზრდებს წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ჩვენს სკოლას სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ბარაქიანი შემოდგომა უდგას. „რონდელის ფონდმა“ ჩვენი სკოლის რვა მოსწავლე, რომლებმაც მაღალი შეფასებები მიიღეს ორი მობილური ტელეფონით, ორი პლანშეტითა და ოთხი საზაფხულო ბანაკის საგზურით დააჯილდოვა. ვულოცავთ, თითოეულ მათგანს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ვულოცავთ, ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს, რამეთუ დიდია მათი წვლილი ამ წარმატებაში. ვულოცავთ, მშობლებს, ჩვენს თემს... ამ ბავშვების ჯგუფის ხელმძღვანელს - როენა ხოზრევანიძეს. ბევრი ხვავიანი წელიწადი ჩვენს ბავშვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება