სიახლეები
სკოლები

განმუხურის საჯარო სკოლის წარმომადგენლები, დირექტორის - ნინო ჯიბლაძის ხელმძღვანელობით, კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ 
17-07-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მასწავლებლები, დირექტორის - ნინო ჯიბლაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესში ინოვაციებს წარმატებით ნერგავენ და გამოწვევებსაც სამაგალითოდ უმკლავდებიან. ამჯერად, სკოლის წარმომადგენლებმა გამოცდილება სასკოლო საზოგადოებას კონფერენციაზე გაუზიარეს. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით, 3-4 ივლისს სასტუმრო Palm Beach-ში ჩატარდა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი რიგით მე-4 კონფერენცია სახელწოდებით - „ინოვაციები და გამოწვევები ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში“ (კომპლექსური დავალება - მოსწავლის პიროვნული განვითარების გზა), რომელშიც მონაწილეობდა ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლების 50-მდე მასწავლებელი და, ასევე, რამდენიმე სკოლის დირექტორი. კონფერენციაში, აგრეთვე, ჩართულნი იყვნენ ესტონეთის განათლების სისტემის წარმომადგენლები.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ, განმუხურის საჯარო სკოლის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორის - ნინო ჯიბლაძის ხელმძღვანელობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველ დღეს გამართულ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაზე, განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხარეგელიამ და ქიმიის მასწავლებელმა, მაია ქაჯაიამ წარადგინეს მეათეკლასელების დამზადებული ენგურჰესის მაკეტი, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა სტუმრებისა და ორგანიზატორების მხრიდან.

ასევე, პირველ დღეს სპორტის მასწავლებელმა, ეკა ჯინჯოლიამ წარადგინა ძალიან საინტერესო კომპლექსური დავალება, რომელიც მაისის თვეში განახორციელეს ბუნებისმეტყველების მასწავლებელთან, თეა გეგეჭკორთან ერთად მეხუთე კლასში.

კონფერენციის მეორე დღეს შოთა ჯოლოგუამ სტუმრებს გააცნო კომპლექსური დავალება - ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელზეც მე-10 კლასელებმა, პედაგოგ მაია ქაჯაიასთან ერთად იმუშავეს. 

„მადლობა წარმომადგენლებს და ყველას ვინც მონაწილეობდა ამ წარდგენილ აქტივობებში, რომლებმაც ბევრი მოწონება და თბილი სიტყვები დაიმსახურა კონფერენციაზე. კიდევ მრავალი წარმატება ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება