სიახლეები
სკოლები

ზედაეწერის საჯარო სკოლის წარმომადგენლები მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ
17-07-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. სკოლის წარმომადგენლებმა სწორედ, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას ანაკლიაში გამართულ კონფერენციაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით 3-4 ივლისს, ანაკლიაში, სასტუმრო Palm Beach-ში ჩატარდა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი რიგით მე-4 კონფერენცია სახელწოდებით - „ინოვაციები და გამოწვევები ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში“. კონფერენციაში ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებიდან 50-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ზედაეწერის საჯარო სკოლის მასწავლებლები. 

ღონისძიებას შეუერთდა დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა გამსახურდია და მისი მეორე კლასის მოსწავლე ლიზი ჭითანავა, ასევე, ქიმიის მასწავლებელი მარინე ქვარაია, მე-10 კლასის მოსწავლეებთან - სალომე ზაქარაიასთან, მეგი საჯაიასთან, ლიზი ვოუბასა და ნინი ბაკარანძესთან ერთად. 

კონფერენციის პირველ დღეს გამართულ გამოფენაზე, მათ შორის, ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ნამუშევრები გამოიფინა, რამაც ორგანიზატორებისა და ღონისძიების სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატება ახარებთ. 

„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს მასწავლებლებს და არაჩვეულებრივ მოსწავლეებს გამოფენაში თავიანთი ნაშრომების წარმატებული წარმოჩენისთვის. სამინისტროს წარმომადგენლებისა და ჩვენი ესტონელი სტუმრებისგან მივიღეთ უამრავი კომპლიმენტი და დამსახურებული მადლობები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება