სიახლეები
სიახლეები

როგორ გავატარებინოთ ბავშვებს ზაფხულის არდადეგები ნაყოფიერად
22-07-2023
-
+


ზაფხული არის შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაისვენონ სასკოლო მოვალეობებისგან, მაგრამ ასევე იმუშაონ საკუთარ თავზე. დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ, რომ არდადეგების პერიოდი ბავშვებმა ნაყოფიერად გაატარონ და დრო მათთვის სასარგებლო, საჭირო აქტივობებს დაუთმონ.

ბევრი გზა არსებობს, იმისთვის, რომ „სანატრელი“ არდადეგები მოსწავლეებმა არა მხოლოდ, მხიარულად, არამედ ნაყოფიერად გაატარონ და შეიძინონ ახალი უნარები. 

სპორტი - ზაფხული შესანიშნავი დროა ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ცურვა არის „ზაფხულის“ სპორტის განმარტება, რომელიც ეხმარება ბავშვებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასევე სასარგებლოა, ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერად, ფეხით სიარული, ვარჯიში.

სადილის მომზადება - ბავშვები ფიქრობენ, რომ საუზმე, სადილი და ვახშამი ყოველთვის მაგიდაზე იქნება. თუ არდადეგების პერიდოში მათთან ერთად მოამზადებთ სხვადასხვა კერძს, ბავშვებს მეტი ინტერესი გაუჩნდებათ დამოუკიდებლად გაიმზადონ დილით საუზმე. ვინ იცის, იქნებ ვინმემ ამ გზით აღმოაჩინოს თავისი ნიჭი და გადაწყვიტოს შეფ-მზარეული გახდეს.

ფოტოგრაფია – ხატვა შეიძლება იყოს რთული, ამიტომ ფოტოგრაფია კარგი ალტერნატივაა. ლაშქრობებთან ან ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ეს შეიძლება იყოს ძალიან სახალისო აქტივობა. ადრე ფოტოგრაფია ტექნიკურ ცოდნას მოითხოვდა. თუმცა, დღესდღეობით ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ტელეფონი კამერით, კამერის პარამეტრების გარკვეული ცოდნა და „კარგი თვალი“. ადამიანები, ხშირად ცხოვრების სწრაფი წესის გამო, ბევრ დეტალს ყურადღებას ვერ ვაქცევთ, ამიტომ ფოტოგრაფია შესანიშნავი საშუალებაა ამ ლამაზი მომენტების დასაფიქსირებლად. აღნიშნული აქტივობით შეგიძლიათ ისიამოვნოთ, მიუხედავად იმისა, თუ სად ატარებთ არდადეგებს.

კითხვა და წერა - კითხვა ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო და სასარგებლო საქმიანობაა. მოიმარაგეთ საინტერესო წიგნები და გადაეშვით ახალ თავგადასავლებში. თქვენ არა მხოლოდ ცოდნასა და სიტყვების მარაგს გაიმდიდრებთ, არამედ დროსაც ნაყოფიერად გაატარებთ. ვინ იცის, იქნებ კითხვამ საბოლოოდ წაახალისოს ვინმე, დაწეროს თავისი პირველი მოთხრობა, ან თუნდაც შექმნას დღიური.

ბუნებაში პიკნიკი -  სუფთა ჰაერზე, ქალაქგარეთ ოჯახური, მეგობრული შეკრებები ზაფხულის არდადეგებს მრავალფეროვნებას შემატებს. ლამაზი ხედები, გემრიელი საკვები პიკნიკის თანმხლები კომპონენტებია, რომლებიც თქვენს დღეს დაუვიწყარს გახდის. 

გასართობი, ან დოკუმენტური ფილმები - თავისუფალი დღეების ნაყოფიერად გასატარებლად ასევე ძალიან კარგია სხვადასხვა საინტერესო თემაზე გასართობი, მაგრამ ამავდროულად საინტერესო  ფილმების ყურებაც.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება