სიახლეები
სკოლები

მარნეულის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები საინტერესო STEAM პროექტში მონაწილეობდნენ
18-07-2023
-
+


მარნეულის N2 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

მათ შორის, მარტის თვიდან, III კლასი, მასწავლებლის - ნონა ხორბალაძის​ ხელმძღვანელობით ჩაერთო ევროპული სკოლების გაერთიანების პლატფორმის - eTwinning-ის ერთ-ერთ STEAM პროექტში - „რატომელები“. აღსანიშნავია, რომ პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 15 სკოლის დაწყებითი საფეხურის 130 მოსწავლე მონაწილეობდა. 

მარნეულის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„მოსწავლეებმა განახორციელეს პრაქტიკული აქტივობები და გამოავლინეს ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევები. კერძოდ, დაეუფლნენ რამდენიმე web-2 ინსტრუმენტს, online-რესურსებში შეასრულეს სახალისო STEAM აქტივობები: Canva-ში შექმნეს პოსტერები და ლოგოები, Pixton-ში ავატარები, Wordclouds-ში​ სიტყვებისგან შექმნეს სხვადასხვა საგნის ფორმები („ღრუბლები“), ამოხსნეს თავსატეხები, ზღაპრის („რწყილი და ჭიანჭველა“) პერსონაჟთა მიერ მიცემული მათემატიკური დავალებები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა დედამიწისა და წყლის დაცვის დღეებთან დაკავშირებით, eTwinning-ს მიულოცეს დაბადების დღე მისალოცი ბარათებით, დარგეს ყვავილები და გაამწვანეს სკოლის ეზო, ჩაატარეს კვლევა - „რას ჭამენ ჭიანჭველები?“, რომლის ფარგლებშიც შეადგინეს ცხრილები, დიაგრამები და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტის მონაწილეები ერთმანეთს online რეჟიმში რამდენჯერმე შეხვდნენ, გაიცნეს ერთმანეთი, მონაწილეობდნენ ციფრული უსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრასა და კონფერენციებში. აქტიური ჩართულობისთვის კი არაერთი სერტიფიკატი დაიმსახურეს. 

„მშობლებმა და მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული პროექტი, რომელმაც მოსწავლეთა 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას შეუწყო ხელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება