მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ბევრ ქვეყანაში მკაცრი სასჯელი მოქმედებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ხისტია გერმანია.
გერმანიაში სკოლაში სიარული 6-დან 18 წლამდე სავალდებულოა. გერმანია ფედერალური რესპუბლიკაა, ფედერალური მიწები კი სასკოლო ცხოვრების ასპექტებს დამოუკიდებლად განკარგავენ. შესაბამისად, სკოლის გაცდენაც სხვადასხვა მიწაზე განსხვავებულად რეგულირდება. მაგრამ ქვეყნის ყველა მიწაზე სკოლის საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენა კატეგორიულად აკრძალულია. უფრო მეტიც, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას უტოლდება.
თუ ბავშვი სასწავლო პროცესს გაუფრთხილებლად აცდენს, სკოლა ჩვეულებრივ მშობლებს უკავშირდება და გაცდენის მიზეზს არკვევს. გერმანიაში არაფერია განსაკუთრებული, იმაში თუ საპატრულო პოლიცია სახლთან მივა და ბავშვს სკოლაში წაიყვანს. ამასთან, თუ მშობლები სიტუაციას ვერ აკონტროლებენ, მათ მთავრობის მხრიდან დახმარებას სთავაზობენ. ხოლო თუ მშობლები შვილს უფლებას აძლევენ საპატიო მიზეზის გარეშე გაკვეთილები გააცდინოს ისინი ჯარიმდებიან.
ქვეყანაში განსაკუთრებით ყურადღებით უდგებიან შემთხვევებს, როდესაც ბავშვები არდადეგებს, თვითნებურად, დათქმულზე ადრე იწყებენ ან ერთი ან ორი დღით იხანგრძლივებენ.
გერმანელები სკოლაში დასწრებას იმდენად მკაცრად აკონტროლებენ, რომ ოჯახს სასკოლო ასაკის ბავშვით, შესაძლოა, აეროპორტში პოლიციელი მიუახლოვდეს და ჰკითხოს, რომ ჯერ არდადეგები არ დაწყებულა და რატომ მიფრინავენ შვებულებაში. ასეთივე კითხვა შესაძლოა დასვან საპასპორტო კონტროლზე. ამ დროს, საპატიო მიზეზის არარსებობის შემთხვევაში ჯარიმა გარდაუვალია.
რა ჯდება გერმანიაში სკოლის გაცდენა?
სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე ჯარიმა განსხვავებულია - არასაპატიო მიზეზით სკოლის გაცდენა ყველაზე იაფი ბრემენშია. ერთდღიანი გაცდენა აქ მშობლებს 35 ევრო დაუჯდებათ. სჰესენსა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მშობლებს 150-ევრომდე გადახდა მოუწევთ, სამაგიეროდ პირველი გაცდენა აქ უფასოა.
ბერლინში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2500 ევრომდე აღწევს. საქსონიაში - 1250 ევროს შეადგენს, ბავარიაში კი - 1000 ევროს.
ვინ იხდის გაცდენისთვის?
14 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში ჯარიმას მშობლები იხდიან. 14 წლიდან კი ჯარიმის გადახდა ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ. იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს თანხის გადახდა არ შეუძლია, მას სოციალურ სამუშაოებში რთავენ. ეს შესაძლოა იყოს სკოლის ან მისი ტერიტორიის დალაგება, მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობა და ა.შ.
სკოლის არასაპატიოდ გაცდენისთვის ჯარიმას იხდიან დიდ ბრიტანეთშიც. მოსწავლეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ სკოლის გაცდენის უფლება თუ ავადმყოფობენ. მშობლებს შეუძლიათ, შვილის სასწავლო პროცესისგან გათავისუფლება ოჯახური მდგომარეობის გამო მოითხოვონ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორი იღებს.
რა სასჯელი არსებობს სკოლის გაცდენისთვის საფრანგეთში?
საფრანგეთში სკოლაში სიარული 3-დან 16 წლამდე სავალდებულოა. გაკვეთილის გაცდენა შესაძლებელია მხოლოდ გამართლებული იყოს შემდეგ შემთხვევებში:
მშობლებმა ბავშვის დაუსწრებლობის შესახებ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას უნდა შეატყობინონ. თუ მოსწავლემ სკოლა 4-ჯერ გააცდინა, დირექტორი სააღმზრდელო ჯგუფს იწვევს. მისი წევრები ერთად იკვლევენ გაცდენის მიზეზებს. იმ შემთხვევაში კი თუ მშობლებთან სიტუაცია არ გვარდება, ბავშვის საქმე შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.
ხოლო, თუ დაუსწრებლობა ბავშვის განათლებაზე უარყოფითად აისახება, მშობლებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისა და სპეციალისტების ანაზღაურება ცნობილია - მთავრობამ ხელფასების ოდენობა დაამტკიცა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას