სიახლეები
წიგნები

„პატარა უფლისწული“ - წიგნი „წიგნთა წიგნების“ სერიიდან
20-06-2018
-
+


1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიას მიმართულებით სადაზვერვო მისიის  შესასრულებლად ერთი ფრანგი მფრინავი გაფრინდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. 

დიდი ხნის მანძილზე მის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვებოდა. მხოლოდ 1998 წელს მარსელთან ახლოს ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური წარწერით  „Antoine“, „Consuelo“ და „c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA“. 2000 წლის მაისში კი მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა 70 მეტრის სიღრმეში თვითმფრინავის ნარჩენები აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ ფრანგ მფრინავს ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არაა ცნობილი. მე კი ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ შეიძლება ის ცაშია და ისევ დაფრინავს ბ612 და ბ613 ასტეროიდებს შორის ან შეიძლება პატარა მეგობართან ერთად მზის ჩასვლას უმზერს, რომელიც ბოლოს და ბოლოს იპოვა. ეს ფრანგი მფრინავი ანტუან დე სენტ ეგზიუპერია, ყველაზე ჰუმანური მწერალი მწერალთა შორის, რომელმაც ბავშვობასთან დაბრუნება გვასწავლა.

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი 1900 წელს დაიბადა საფრანგეთში. 1904 წელს მამა გარდაეცვალა, რის შემდეგადაც დედამ მარტო გაზარდა შვიდი შვილი. ანტუანს დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ მისგან მიიღო ის ღირებულებები, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება შეინარჩუნა. 1921 წელს ის ჯარში გაიწვიეს და პილოტთა კურსზე მოხვდა. მფრინავის წოდების მიღების შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. აქ მას თავის გადასარჩენად სხვადასხვა სამუშაოს შესრულება უხდებოდა. 1925 წელს ანტუანი კომპანია „აეროპოსტალის“ პილოტი გახდა და მან მიაგნო მოწოდებას, რის გამოც ღირდა ცხოვრება. იგი სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, ასევე იყო კორესპოდენტი, ჟურნალისტი. მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე საბრძოლო გაფრენაც შეასრულა. 1941 წელს  გადავიდა ნიუ-იორკში საცხოვრებლად და 1943 წელს დაწერა ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „პატარა უფლისწული“. ამავე წელს საჰაერო ძალებში დაბრუნდა და საჰარის უდაბნოს მიმდებარედ განაგრძო საქმიანობა. „SAINT-EX“- ის ამბავი კი საჰარის უდაბნოში დაიწყო. ამბავი, რომლის დასანახად მხოლოდ თვალები არ კმარა, გულიც უნდა მივაშველოთ.


ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მერე გვავიწყდება ჩვენი ბავშვობა და მერე ეს დავიწყებაც კი გვავიწყდება. ვიზრდებით, მოზრდილი ადამიანის კანში ვცხოვრობთ, უფროსებივით ფიქრს ვიწყებთ, ვდიდდებით და ამ ყველაფერთან ერთად იმასაც კი ვივიწყებთ, რისთვისაც ერთ დროს ყველაფერს დავთმობდით. არადა, ჩვენ ყველანი უკან დაბრუნებას ვესწრაფვით, იმ სამოთხეში გვინდა, საიდანაც ვაშლს არ გამოვუძევებივართ, ჩვენი ნებით წამოვედით. პატარა უფლისწული კი ამ სამოთხეში გვაბრუნებს.

ფაქიზი, ნატიფი გრძნობებით დახუნძლული ნაწარმოები, რომელიც საჰარის უდაბნოში ჩამოვარდილი მფრინავის და მისი უცნაური თანამგზავრის ისტორიას მოგვითხრობს. ცისფერი თვალები, ქერა კულულები, სამოსი ისეთივე, როგორიც უფლისწულებს აცვიათ და უცნაური საუბრის მანერა – ეგზიუპერის პატარა უფლისწული ასეთია. „დამიხატე ბატკანი“ – ამ ფრაზით გაიცნო ავტორმა პატარა პრინცი. (სხვათა შორის, ქართული თარგანი სამი სხვადასხვა ავტორის არსებობს და ბოლო, მესამე წიგნის სათაური, რომელიც გიორგი ეკიზაშვილმა თარგმნა, შემდეგნაირად ჟღერს „პატარა პრინცი“. ამაზე მთარგმნელმა ხუმრობით განაცხადა, რომ: „გაქვთ ორი თარგმანი – „პატარა უფლისწული“ და ერთი „პრინცი“, მოითმინეთ, რა მოხდება?! ზოგმა წაიკითხოს „პატარა უფლისწული“, ზოგმა „პატარა პრინცი“ ან ორივე წაიკითხონ…“).

კითხულობ „პატარა უფლისწულს“ და თან დაგყვება გრძნობა ღიმილის და სევდის ერთად. მისი პირველად წაკითხვისას მისტიკური შეგრძნება გეუფლება, ნაცნობი და უცნობი გრძნობების ტყვეობაში აღმოჩნდები და შეიძლება, ბოლომდე ვერც კი ჩაწვდე სათქმელს. 

და მიუხედავად რამდენჯერმე გულდასმით წაკითხვისა, მაინც უამრავ კითხვაზე დარჩა პასუხი გაუცემელი. იმდენი სიმბოლო, რომელიც ქრისტიანობასთან გვაახლოებს, პატარა უფლისწულის მსგავსება ქრისტეს ბავშვობასთან, უდაბნო, სიყვარულის ერთადერთობა, საკუთრების თვითგანცდა, საუბარი საკუთარ ბავშვობასთან – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც კითხვებს ბადებს. 

ამ კითხვებზე პასუხს კი საკუთარ თავში უნდა ვეძებდეთ, სანამ არსება სახელად  „ბავშვი“ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენში. 

ავტორმა კი თავიდან ბავშვებს პატიება სთხოვა, რადგან ეს წიგნი დიდებს მიუძღვნა, კერძოდ კი ლეონ ვერტს, თავის მეგობარს. საქციელის გასამართლებლად მან სამი მიზეზი მოიყვანა, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა და ეგზიუპერმა მიძღვნა შეასწორა – ლეონ ვერტს, როცა ის პატარა ბიჭი იყო. არადა, ოდესღაც ყველა დიდი ხომ პატარა ბიჭი ან პატარა გოგო იყო?! თუმცა რას გავუგებთ ამ უფროსებს, მათთვის მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა რისი დანახვაც თვალს შეუძლია. ეს ამბავი კი იმდენად საიდუმლოა, მხოლოდ  გულს ძალუძს მისი მშვენიერების შეგრძნება. გესმით სიცილი? თუ პატარა უფლისწული გიყვართ აუცილებლად გაიგონებთ მის წკრიალა ხმას და იგრძნობთ, თუ როგორ შეიცვლება ირგვლივ ყველაფერი.

და საერთოდ არსებობს წიგნები და წიგნთა წიგნები. ამ უკანასკნელში კი პირველი სულ იყო ბიბლია, ხოლო მეორე კი „პატარა უფლისწული“. მკითხველი კი რატომღაც ყოველთვის სიის ბოლოდან იწყებს კითხვას, თუმცა ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია წაიკითხოთ „პატარა უფლისწული“, რადგან თუ ოდესმე უდაბნოში მოხვდებით და თვითმფრინავის შეკეთებას გადაწყვეტთ, უეცრად გამოჩენილი მგზავრის რეპლიკაზე „დამიხატე ბატკანი“ მინიმუმ პასუხის გაცემა უნდა შეგეძლოთ, მაქსიმუმ კი პასუხის დახატვა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება