მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 ივლისიდან ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, რაც აბიტურიენტებისთვის სტრესული და დამთრგუნველია, თუმცა ამ დაძაბულ პერიოდშიც ახერხებენ პოზიტივის შენარჩუნებას და გამოცდაზე საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენის გარდა, ერთმანეთს სახალისო მიმების მომზადებაშიც ეჯიბრებიან.
Etaloni.ge გთავაზობთ აბიტურიენტთა მიმებს, სადაც გასარჟებული აქვთ ეროვნული გამოცდები და ის ვნებათა ღელვა, რომელიც იმ მომენტამდე უგრძელდებათ, სანამ კომპიუტერის ეკრანზე, უნივერსიტეტში ჩარიცხვას ამოიკითხავენ.
აღნიშნული მიმი აბიტურიენტმა გაავრცელა და ის არც დანარჩენი გამომცდელების ყურადღების მიღმა დარჩენილა, ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს: „მე, რაც არ ვიცოდი ისიც დავწერე“. ამ აქტუალურ კითხვას კიდევ ერთი აბიტურიენტი გამოეხმაურა, რომელიც ფიქრობს, რომ ზეციური ძალებს არ სურს დადოს საუკეთესო შედეგი - „რომ ვერ დავწერე მაგაშია საქმე, დაუფიქრებლობის გამო დამაკლდება. თითქოს ჩემი ცხოვრება გაწერილია და ზევიდან, ვიღაც არ მაძლევს უფლებას დავდო მაქსიმუმი“.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ჯგუფში სწორ პასუხების დაწერას ცდილობენ, ამიტომ თითოეული მათგანი სოციალურ ქსელს აქტიურად ამოწმებს. არც ეს სიტუაცია დარჩენილა უმიმოდ. ერთ-ერთმა აბიტურიენტმა კი განაცხადა, რომ: „ერთხელ გავრისკე, აღარ ვიზამ! თქვენ, რომ გისმინოთ ჩავიჭერი უკვე“.
აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდებს მორჩა, თუმცა გაახსენდათ, რომ წინ მძიმე აგვისტო ელით, მაგრამ სტუდენტთა თქმით, ყველაფერი სექტემბრიდან იწყება - „ამ დროს სტუდენტები: თქვენ სტუდენტობა უნდა ნახოთ“, არც ეს კომენტარი დარჩენილა უპასუხოდ: „სტუდენტი, რომ იმუქრება სტუდენტობით, მაგაზე საყვარლობას რას ნახავ კაცი“, აღნიშნა აბიტურიენტმა.
და ბოლოს, უკვე გამოცდები დასასრულს უახლოვდება, მომავალი სტუდენტები კი, მომავალ აბიტურიენტებს ამ მიმით „უთანაგრძნობენ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.