სიახლეები
სკოლები

„არ ვუშინდები სიძნელეებს“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის შთამბეჭდავი პროექტის სტუმარია დირექტორი ლიანა ბოლქვაძე 
19-07-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში პროექტი „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“ წარმატებით გრძელდება და აქვს მნიშვნელოვანი მისია - მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

პედაგოგები აწყობენ „საუბრებს ფინჯან ყავასთან“, სადაც მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობასა და როლზე საუბრობენ. შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებზე საუბრობენ და დროს ნაყოფიერად ატარებენ. 

პროექტში არიან ჩართულნი პედაგოგები - ხათუნა დეკანაძე, თამილა დავითაძე, ქეთევან დეკანაძე, დარიკო მელაძე და ასევე, მოსწავლეები - ნინი ბოლქვაძე, მარად ართმელაძე, ლუკა იაკობაძე.

ამჯერად, პროექტის სტუმარია დაწყებითი კლასების მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე. პროექტის სულისჩამდგმელთა მომზადებულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. 

„სახელი გვარი: ლიანა ბოლქვაძე.

პროფესია - მასწავლებელი.

საყვარელი მწერალი - ნოდარ დუმბაძე.

საყვარელი გამოთქმა/ფრაზა: „აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს.“

დღე, რომელიც ყველაზე მეტად მახსოვს: შვილების და შვილიშვილების დაბადება.

ვგავარ - ლომს - არ ვუშინდები სიძნელეებს. ვიცავ ახლობლებს, ვარ კარგი ლიდერი.

ერთგული მეგობარი: ქმარი.

შვილები: ღირსეული სიმდიდრე - ადამიანები, რომელთა წარმატებაც ჩემი მთავარი მიღწევაა.

მისაბაძი პიროვნება - მამა.

მოსწავლე ჩემთვის არის - ყოველდღიური ფიქრები.

მასწავლებელი - მუდმივად ჩემშია. 

ხასიათი - ოდნავ ფიცხი, ერთგული, არასოდეს მიგატოვებს.

გამოკვეთილი თვისება - მისი ყველა და ყველაფერი საუკეთესოა!

უნარები - შემოქმედი, კრეატიული, ინოვატორი.....

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება - დაბა ხულოს საშუალო სკოლა. 1987/92 წლები ქ.ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლება, პედაგოგიკა, მეთოდიკის ფაკულტეტი.

ხარისხი - მაგისტრი.

სტატუსი - უფროსი მასწავლებელი.

სამუშაო გამოცდილება - 1989 წლიდან დღემდე, სოფელ განახლების (მაშინდელი არასრული საშუალო) საჯარო სკოლა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

1992/ 2001 წლები- დირექტორის მოადგილე, სასწავლო აღმზრდელობით დარგში.

2001 /2014 წ მოქმედი სკოლის დირექტორი.

2011 წელს წარმატებით ჩააბარა დირექტორის უფლების მოსაპოვებელი გამოცდა.

2014 /20 წ. არჩეული დირექტორი.

2020 წლიდან დღემდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

არის სერტიფიცირებული დირექტორი. მონაწილეობს მიმდინარე სადირექტორო კონკურსში.

მისი მუშაობის მთავარი მიღწევა - თვლის რომ, ოცნება, რომელიც ჰქონდა, სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის შენობა ჰქონოდა, უკვე აუსრულდა. თუმცა დასძენს, რომ სკოლას წარმატებები იმ „ძველ“ შენობაშიც არასოდეს აკლდა. რადგან მუდმივად ჰყავდა ძლიერი პედაგოგიური კოლექტივი.

არის გუნდური თანამშრომლობის მომხრე, არ უშინდება პრობლემებს, ითვალისწინებს რჩევებს.

- დირექტორის ერთი დღე...

ფიქრი იმის შესახებ, რომ დღეს შენ უამრავი ადამიანი იმედით გელოდება!

გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებ, შეცვლის სამყაროს. 

- გადაწყვეტილება, რომელიც გინანიათ...

- გადაწყვეტილების მიღების დროს ყოველთვის ვცდილობ, ასჯერ გავაანალიზო, ავწონ-დავწონო და ისე მივიღო. ვფიქრობ და ამ მომენტისთვის ვერ ვიხსენებ, მიმეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ვინანებდი. თუმცა, ადამიანები ვართ და არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეცდომებს არ ვუშვებთ. მთავარია გავითავისოთ და ვაღიაროთ, დამეთანხმებით, შეცდომებზე ვიზრდებით....

-  რას ინიშნავს იყო კარგი ხელმძღვანელი? 

- იყო კარგი ხელმძღვანელი სკოლის, უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივია. ლიდერს პირველ რიგში, უნდა უყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურება. უნდა ჰქონდეს უნარი - მიიღოს გარკვეული გაბედული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად, კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ სკოლას, გააზრებული უნდა ჰქონდეს ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც შესაძლოა ჰქონდეს სკოლასა და თემს.

უკვე დიდი ხანია ვარ დირექტორი, მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. რომ არა ბავშვების, ჩემი კოლექტივის და საქმის - რომელსაც ვაკეთებ სიყვარული, ალბათ ასე დიდხანს ვერ ვიმუშავებდი ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. სკოლაში დირექტორად მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობები, გუნდური და ერთიანი მუშაობის პრინციპია. ყოველთვის ვცდილობ ვიყო სამართლიანი.

ჩემი მოღვაწეობის ყოველი დღე სკოლას უკავშირდება. განუწყვეტლივ ვფიქრობ იმაზე, როგორ გავხადო ჩემი სკოლა ყველაზე წარმატებული. ვცდილობ, არ გამომეპაროს არცერთი პედაგოგის, მოსწავლის წარმატება წახალისების გარეშე, სკოლაში მქონდეს კეთილგანწყობილი, ნდობაზე დაფუძნებული, უსაფრთხო გარემო, რათა ყველა დასაქმებულმა კომფორტულად იგრძნოს თავი. რამეთუ თუ სკოლაში შესაბამისი გარემო არ არის, ეფექტურად მუშაობას ვერავინ შეძლებს. თავად მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა და ამასვე მოვითხოვ თანამშრომლებისაგან, არ მიყვარს საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. არასოდეს შევმცდარვარ კადრების შერჩევაში. მიხარია, რომ სკოლა დაკომპლექტებულია ისეთი შემოქმედი, მოაზროვნე პედაგოგებისგან, რომლებიც ძალას მმატებენ და ზურგს მიმაგრებენ. რომ არა ჩემი ერთიანი, ძლიერი კოლექტივი, მარტო ვერაფერს შევძლებდი. ძალიან მიყვარს ჩემი გუნდის თითოეული წევრი.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენი ჰობი?

- თავისუფალი დროის გატარება მიყვარს ოჯახთან, ახლობლებთან, შვილიშვილებთან ერთად, ჩემი შვილიშვილები ჩემთვის ყველაზე ძვირფასები არიან. თავისუფალ დროს მათთან ერთად ყოფნაზე უკეთესს, ვერაფერს ვინატრებ.

ვუკითხავ ზღაპრებს, ვეთამაშები და ვასმენინებ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კლასიკურ, გემოვნებიან მუსიკას.

ჩემი ჰობია ყვავილების მოვლა-გამრავლება. მსიამოვნებს ცოცხალი ბუნება, გარემო სადაც ბუნების სილამაზე გონებრივ განწყობას ერწყმის, ასეთ გარემოში ვისვენებ, ვფიქრობ, ვადგენ მომავალ გეგმებს.

- დრო რომ დაბრუნდეს, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

- დრო რომ დაბრუნდებოდეს... მგონი არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. ჩემს მიერ დღემდე განვლილი გზის, საქმიანობის, ოჯახის, მშობლების, შვილების და ცხოვრების კმაყოფილი ვარ. მე დღეს ბედნიერი შვილი, დედა, მეუღლე, ბებია, რძალი მქვია. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა?!

- თქვენი საყვარელი ფრაზა არის...

- ჩემი საყვარელი ფრაზაა დიდი ილიას სიტყვები- „აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს.“

-  ამაყობთ, იმით რომ...

- ჩემი განვლილი გზით. ჩემს მამამთილს, ბუმბერაზ ადამიანს დავით ხაჯიშვილს უყვარდა ხშირად ასეთი ფრაზის განმეორება- „საითაც გავიხედავ, გასახედი მაქვსო“. მეც შემიძლია თამამად გავიმეორო ეს ფრაზა, ნამდვილად საითაც გავიხედავ გასახედი მაქვს. შემიძლია ვიამაყო ჩემი უგანათლებულესი მამითა და უკეთილშობილესი დედით, მეუღლით - რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და მაძლიერებს, შვილებით, რომლებიც ჩემი სიამაყენი არიან, იმ ოჯახით- რომელიც გათხოვების შემდეგ შევიძინე, ჩემი დედმამიშვილებით, ახლობლებით. ასევე, ამაყი ვარ, რომ წილად მხვდა ბედნიერება იმ ადამიანებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის, როგორებიც არიან: ალექსანდრე ქათამაძე, დავით ხაჯიშვილი, შუშანა რიჟვაძე, ასლან შანთაძე, ჯემალ შანთაძე, ოთარ ბოლქვაძე, ავთანდილ ზოიძე, ავთანდილ რიჟვაძე, მერი ბოლქვაძე, ლევან ბოლქვაძე -ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მე ამაყი ვარ ჩემი განვლილი გზით დღემდე“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება