სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვეტყოდი, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ სკოლასთან“- ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა მოსინავა
19-07-2023
-
+


შორენა მოსინავა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგია, რომელიც პროფესიულ განვითარებას არასდროს წყვეტს. მოსწავლეთა კომპლიმენტი განსაკუთრებით ახარებს და აძლევს მოტივაციას მომავალი თაობის ცოდნა-განათლების კეთილშობილურ მისიას ღირსეულად ემსახუროს. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგ შორენა მოსინავასთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საინტერესო, სხვადასხვა ღონისძიებებით დატვირთული.  

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- უფრო აქტიურად ითანამშრომლონ სკოლასთან. რადგან  მასწავლებელსა და მშობელს შორის აზრების გაზიარება ძალიან კარგი საშუალებაა, შეიძლება მშობელი შვილს არ იცნობდეს იმ კითხით, რა კუთხითაც მასწავლებელი, ან პირიქით, შეიძლება მშობელმა მასწავლებელს მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია ბავშვის შესახებ, რაც მასწავლებელს დაეხმარება მოსწავლესთან  ურთიერთობისას. ასევე, სასურველია მშობლები აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ღონისძიებებში (განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მშობლები).

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი ...

- ალბათ „წინ მწვერვალებისკენ“. დახატვით დავიხატავდი პირველი კლასის ფოტოს.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი ...

- აქტიურად ვემზადებოდი გამოცდებისთვის, მხოლოდ ახლანდელი აბიტურიენტებისგან განსხვავებით აქტიური მომზადება დავიწყე სკოლის დამთავრების შემდეგ და არა უშუალოდ დამამთავრებელ კლასში.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი ...

- წარმატებული და ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი ცოდნის  სამყაროში. 

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა ...

- „მშურს მას თქვენი  ენერგიულობის“.

- მოტივაციას მაძლევს ...

- ჩემი შვილები, რადგან მინდა რომ მათ ჩემში დაინახონ ადამიანი რომელსაც უნდა მიბაძონ, მინდა ვიყო მათთვის „ეტალონი“, მინდა დაინახონ რომ არასდროს არ არის გვიან და ყოველთვის ეცადონ წინსვლას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება