მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორც ზუზუ გვეუბნება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი KIU-სა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კოლაბორაცია, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელი პროფესორები, პირადი ინტერესი კომპიუტერულ მეცნიერებაში, კამპუსზე ცხოვრების შესაძლებლობა და სტუდენტებისთვის შეთავაზებული დაფინანსების მრავალმხრივი პაკეტი აღმოჩნდა.
„ჩემთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უნიკალური შესაძლებლობა მეძლეოდა ჩემსავე ქალაქში მიმეღო ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხარისხის განათლება, ამასთან დამეზოგა, როგორც ფინანსური, ისე დროითი რესურსი და უწყვეტი კავშირი შემენარჩუნებინა ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან“ - გვეუბნება ზუზუ.
უკვე გამოცდილი სტუდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მომავალ სტუდენტებს ურჩევს, მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე, იპოვონ ბალანსი სწავლასა და გართობას შორის, ამასთან, აუცილებლად ჩაერთონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა პროექტში. თავადაც არაერთ სხვა აქტივობაშია ჩართული. იყო NASA Space Apps Challenge-ის ფინალისტი, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, არაერთ STEM-ის ბანაკში მიუღია მონაწილეობა, მოპოვებული აქვს ინგლისურის C1-ისა და ფრანგულის B2-ის საერთაშორისო დიპლომები. ამჟამად კი დეველოპერად მუშაობს ამერიკულ კომპანიაში Creaton, რაც ეხმარება, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაამდიდროს.
„უნივერსიტეტის, წარმატებული კურსელებისა და პირად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის წყალობით საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე, რამაც, ვფიქრობ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გამხადა არსებულ შრომის ბაზარზე,“- ამბობს ზუზუ და იმედოვნებს, რომ მომავალში, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომელსაც საკუთარი თავის დასახვეწად გამოიყენებს.
პროფესიული განვითარების გარდა იგი პიროვნულ განვითარებასაც დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს,რომ არაერთ ჰობი ჰქონდეს. ამჟამად გატაცებულია სპორტით, განსაკუთრებით კალათბურთითა და კერლინგით. ასევე დიდ დროს უთმობს დარბაზში წონებით ვარჯიშს (Anabolic Bodybuilding).
აქტიური სტუდენტისათვის მრავალ პროექტში მონაწილეობა მომავლის გეგმებშიცაა. სურს, რომ ჩაერთოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაში კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით და უწყვეტად განვითარდეს პროფესიაში პრაქტიკული თვალსაზრისითაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას