სიახლეები
სკოლები

თბილისის N74 საჯარო სკოლის გუნდმა STEM კონფერენციაზე საინტერესო პროექტები წარადგინა 
21-07-2023
-
+


თბილისის N74 საჯარო სკოლის წარმომადგენლები STEM კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

მასშტაბურ STEM კონფერენციაზე 60 სკოლის 300-მდე მოსწავლემ საკუთარი ტექნოლოგიური პროექტები წარადგინა, მათ შორის იყვნენ თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ღონისძიების სტუმრებს გიდობა გაუწიეს - თეკლა ძმანაშვილმა და ლიკა ტეფნაძემ. სკოლამ კონფერენციაზე წარმატებით წარადგინა ორი პროექტი -  ხაზზე მავალი რობოტი შუქნიშნით და ანალოგური ომმეტრი. მოსწავლეებმა პროექტები დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს. 

STEAM კონფერენცია, 13 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა და მისი მიზანი იყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების რექტორები, განათლების სამინისტროს და პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლები. კონფერენცია წარიმართა გამოფენის ფორმატში და მასზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტები.

თბილისის N74 საჯარო სკოლის გუნდს STEM პროექტების შექმნისას გამოჩენილი განსაკუთრებული მონდომებისა და შემოქმედებითი მიდგომებისთვის სერტიფიკატი გადაეცა. 

„ჩვენმა სკოლამ წარმატებით წარმოადგინა ორი პროექტი: ხაზზე მავალი რობოტი შუქნიშნით და ანალოგური ომმეტრი, უამრავ დაინტერესებულ დამსწრეს შესანიშნავი გიდობა გაუწიეს თეკლა ძმანაშვილმა და ლიკა ტეფნაძემ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. სკოლას გადმოეცა სერტიფიკატი და საჩუქარი - ელექტრონული კომპონენტების ნაკრები“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება