რეალურია დირექტორების არჩევნების პროცესი? - კვლევა
27-07-2023
დაკოპირებულია
-
+
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, სკოლის დირექტორობის სერტიფიცირებულ კანდიდატს კონკურსით განსაზღვრული აქვს უფლება, შეარჩიოს მისთვის სასურველი არაუმეტეს სამი სკოლისა, სადაც სურს სკოლის დირექტორობა. სკოლების შერჩევა ხდება კანდიდატის მიერ.
სკოლის დირექტორობის კანდიდატი ალაგებს მის მიერ შერჩეულ სკოლებს შერჩევის პრიორიტეტების მიხედვით (პირველი პრიორიტეტი, მეორე პრიორიტეტი, მესამე პრიორიტეტი);
„სამივე პრიორიტეტული არჩევანის შედეგებს თუ შევაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ 2074 სკოლიდან 798 სკოლაში დირექტორობის არცერთი სერტიფიცირებული კანდიდატი არ დარეგისტრირებულა (ანუ სკოლების 38,5%-ს სერტიფიცირებული დირექტორი ვერ ეყოლება).
894 სკოლაში - მხოლოდ ერთი კანდიდატია (სკოლების საერთო რაოდენობის 43,1%) დარეგისტრირებული, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს კონკურენციას და შეჯიბრებითობას და არჩევნების შესაძლებლობას.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების 81,6%-ში სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება და მხოლოდ 382 სკოლაში მიმდინარეობს რეალური კონკურსი სკოლის დირექტორების შესარჩევად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი