TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლობის პრაქტიკული ნაწილი სხვა გამოწვევებთან არის დაკავშირებული და არა იმასთან, რასაც ახლა გამოცდაზე ვაბარებთ“
20-07-2023
-
+


დღეს, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას უცხოური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების წერით ნაწილში აბარებენ. როგორც აპლიკანტების ნაწილი აცხადებს, საგნის გამოცდის ჩაბარებით ზოგადი ცოდნა ფასდება და რეალურ უნარებს ვერ აფასებს. მათი თქმით, მოქმედი პედაგოგი სამუშაო გარემოში უნდა ფასდებოდეს. 

„ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ვაბარებდი, ვფიქრობ რთული არ ყოფილა, მაქსიმალურად არ მოვმაზადებულვარ, თუმცა ზოგადი განათლებაც გამომადგა ტესტებზე მუშაობის პროცესში. ვფიქრობ, სტატუსის გამოცდით მინიჭება ბოლომდე სამართლიანი არ არის. შეიძლება გარკვეულ თეორიულ ცოდნას საზღვრავდეს და იყოს ვალიდური, თუმცა მთლიანად ცოდნასა და უნარებს ვერ აფასებს. მასწავლებლობის პრაქტიკული ნაწილი სრულიად სხვა გამოწვევებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ის რასაც ახლა გამოცდაზე ვაბარებთ.

ვფიქრობ, შეფასება სამუშაო გარემოში მიღწეული შედეგითა და პროცესით უნდა ხდებოდეს. ჩემი აზრით, უსამართლობაა, რომ ამ თეორიულ ნაწილში, სადაც არც ისე ობიექტირად ხდება ცოდნის განსაზღვრა, საკმაოდ მაღალია ბარიერი და გამკაცრებულია შეფასება. ვფიქრობ, მასწავლებლის შრომა ამ კუთხით არ ფასდება, ყველაფერი სასწავლო პროცესზე უნდა იყოს დამოკიდებული! ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვასწავლი და კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ამპლუაში, მომწონს ცოდნის გადაცემა და ბავშვებთან ურთიერთობა, დადებითად მმუხტავს და მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ბავშვებს ღირებულ ცოდნას ვძენ“, - გვეუბნება აპლიკანტი.

„ინგლისური ენის გამოცდაზე ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ მერთულა, მოსასმენ ნაწილშიც შემცირებული იყო დავალებები, სამი სავარაუდო პასუხი იყო, თემის ორი ნაწილი იყო და ისიც საკმაოდ მარტივი.

სკოლაში მუშაობის გამოცდოლება არ მაქვს, ახლახანს დავასრულე მაგისტრატურა და მინდოდა საკუთარი თავის გამოცდა, რადგან სამომავლოდ ვაპირებ პედაგოგობას. მიუხედავად არაპრაქტიკული გამოცდილებისა, სისტემასთან არაერთი პრეტენზია მაქვს, მათ შორის სწორეს ეს გამოცდაა, ამით ზოგადი ცოდნა ფასდება, რაც ჩემი აზრით, არ შეესაბამება კომპეტენციას. ეს არის მხოლოდ ზოგადი თეორიული ცოდნის შემოწმება“, - გვითხრა ანა ბაკურაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება